ჯორდინ სპარქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორდინ სპარქსი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 22 დეკემბერი, 1989 (1989-12-22) (34 წლის)
დაბ. ადგილი ფინიქსი[1]
წარმოშობა ფენიქსი, არიზონა, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
აქტიური 2006 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი jordinsparks.com
ჯორდინ სპარქსი ვიკისაწყობში

ჯორდინ სპარქსი (ინგლ. Jordin Sparks; დ. 2 დეკემბერი, 1989, ფენიქსი, არიზონა, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. მან პოპულარობა მოიპოვა 2007 წელს, როდესაც გაიმარჯვა American Idol-ის მეექვსე სეზონში. მან მალევე გამოუშვა პირველი ალბომი, რომლის ორ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მსოფლიოში და მოიპოვა პლატინის სერტიფიკატი. ალბომის კოლობორაციულმა სინგლმა „No Air" დაიმსახურა გრემის ნომინაცია. მუსიკოსის შემდეგი ალბომი, „Battlefield" (2009), ჩარტში მეშვიდე ადგილზე გავიდა. მიუხედავად ამისა, მუსიკოსის მესამე ალბომს, „Right Here Right Now" (2015), დიდი კომერციული წარმატება არ ხვდა წილად. მუსიკალური კარიერის გარდა, მან ითამაშა ფილმებში, გამოვიდა ტელევიზიასა და ბროდვეიში და გამოუშვა სუნამოები. 2012 წლის მონაცემებით მას გაყიდული აქვს მილიონობით ალბომი და სინგლი შეერთებულ შტატებში. სპარქსს მოგებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის NAACP Image, BET Awards და სხვ. ბილბორდმა ის 2000-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკოსად დაასახელა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპარქსი დაიბადა ფენიქსში, არიზონაში. მამა წარმოშობით აფრო-ამერიკელია, დედა კი ევროპელი. ის გაიზარდა რიჯვუდის გარეუბანში, ნიუ-ჯერსიში. მუსიკოსი მერვე კლასამდე სწავლობდა ფენიქსის ჩრდილო-დასავლეთის საზოგადოების ქრისტიანულ სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო სანდრა დეი ო'კონორის საშუალო სკოლაში. მალევე დაინტერესდა მუსიკით, რის გამოც სკოლაში სიარული შეწყვიტა და სახლში სწავლა დაიწყო. 2007 წელს გაიმარჯვა American Idol-ის მეექვსე სეზონში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის ზაფხულში სპარქსმა მონაწილეობა მიიღო American Idol-ის მეექვსე სეზონში, თუმცა ვერ გადავიდა შემდეგ ეტაპზე.[2] მიუხედავად ამისა, მუსიკოსმა შემდეგ სეზონში კიდევ სცადა ბედი და მოიგო კონკურსი. გამარჯვების შემდეგ ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან 19 Recordings/Jive Records.[3]

მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ალბომი გამოუშვა 2007 წელს.[4] ნამუშევარს კრიტიკული და კომერციული წარმატება ხვდა წილად და ბილბორდ 200-ის ჩარტში მეათე ადგილზე გავიდა. ალბომმა ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA) პლატინის სერტიფიკატი მიიღო. მუსიკოსმა ალბომიდან გამოუშვა სინგლები „Tattoo" და „No Air“.[5] ორივე კომპოზიცია მოხვდა ბილბორდის ჩარტებში და „No Air“-მა დაიმსახურა გრემის ნომინაცია საუკეთესო პოპ-კოლაბორაციული ნამუშევრის კატეგორიაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპოზიციის სამი მილიონი ციფრული ასლი გაიყიდა.[6][7]

სპარქსის მეორე სტუდიური ალბომი, Battlefield გამოვიდა 2009 წელს და ბილბორდ 200-ში მეშვიდე ადგილზე გავიდა.[8] ალბომის პირველი სინგლი ბილბორდის ცხელ ასეულში მეათე ადგილზე გავიდა.[9] Battlefield-ის გამოსვლის შემდეგ მუსიკოსი დაინტერესდა სამსახიობო კარიერით. მისი სასცენო დებიუტი შედგა მიუზიკლში In The Heights (2010). ასევე ითამაშა ფილმში Sparkle (2012).[10]

მან გამოუშვა რამდენიმე სუნამო, მათ შორის Because of You.. 2010 წელს, ასევე Fascinate და Ambition 2012 წელს.[11]

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სპარქსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Louder Than Life, რომელიც არის Sony Music-ის შვილობილი კომპანია. 2015 წელს გამოვიდა მუსიკოსის მესამე სტუდიური ალბომი, Right Here Right Now.[12] მიუხედავად იმისა, რომ ალბომმა კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა, ნამუშევარს კომერციული წარმატება არ ხვდა წილად.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში სპარქსს მოგებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის NAACP Image Award, BET Award, ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ჯილდო, People's Choice Award და ორი Teen Choice Awards. 2009 წელს ჟურნალმა ბილბორდმა სპარქსი 2000-იანების 91-ე საუკეთესო მუსიკოსად დაასახელა.[13] 2012 წელს მუსიკოსმა დაიკავა 92-ე ადგილი VH1-ის სიაში „100 საუკეთესო ქალი მუსიკაში“.[14] 2012 წლის თებერვლის მონაცემებით სპარქსს გაყიდული აქვს 1,3 მილიონი ალბომი და 10,2 მილიონი სინგლი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2023 წლის 10 ოქტომბერს სპარქსმა გამოუშვა ახალი კომპოზიცია „Call My Name". მუსიკოსი აპირებს გამოუშვას თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი 2024 წელს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის აპრილში სპარქსს დაეწყო ყელის მწვავე სისხლდენა. ამის გამო მუსიკოსს მოუწერია გარკვეული ხნით სიმღერისგან თავი შეეკავებინა, რის გამოც გააუქმა ტურნე.[15]

სპარქსი და მუსიკოსი ჯეისონ დერულო სამი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათი ურთიერთობა 2014 წელს დასრულდა.[16]

2017 წლის 17 ივლისს სპარქსი ჰავაიზე დაქორწინდა ფიტნეს მოდელზე, დანა ისაიაზე. 2017 წლის ნოემბერში ჟურნალმა People-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მუსიკოსის ორსულობის შესახებ.[17] 2018 წლის 2 მაისს სპარქსს პირველი შვილი შეეძინა.[18]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #135604206 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Addict, Idol. (May 28, 2007) Jordin Sparks interview. Americanidol1thatuwant.blogspot.com. ციტირების თარიღი: October 18, 2011
  3. Jordin Sparks signs with Jive Records group. Today. MSNBC (August 17, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 24, 2012. ციტირების თარიღი: January 8, 2011
  4. Jordin Sparks signs with Jive Records group. Today. MSNBC (August 17, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 24, 2012. ციტირების თარიღი: January 8, 2011
  5. Jordin Sparks - Song Chart History. Macrovision. ციტირების თარიღი: January 8, 2011
  6. Grein, Paul. (October 7, 2009) Week Ending Oct. 11, 2009: Oprah Saves The Music Industry. Yahoo! Music. Yahoo! Inc. ციტირების თარიღი: January 8, 2011
  7. Jordin Sparks en (March 17, 2014). ციტირების თარიღი: January 7, 2019
  8. Battlefield: Jordin Sparks: Music. ციტირების თარიღი: January 8, 2011
  9. Jordin Sparks - Song Chart History. Macrovision. ციტირების თარიღი: January 8, 2011
  10. Kit, Borys (September 12, 2011). 'American Idol's' Jordin Sparks to Star Opposite Whitney Houston in 'Sparkle'. Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: October 18, 2011.
  11. News | Jordin Sparks Reveals New Fragrance, Ambition. Singersroom (October 21, 2012). ციტირების თარიღი: January 2, 2013
  12. Mix Room: Jordin Sparks Drops #ByeFelicia Mixtape. Singersroom (November 25, 2014).
  13. „Billboard Charts – Decade-end Artists – Artists Of The Decade“. Billboard. ციტირების თარიღი: August 19, 2010.
  14. VH1's 100 Greatest Women In Music (Complete List). VH1. MTV Networks (February 13, 2012). ციტირების თარიღი: June 7, 2012
  15. Could 'Idol' Star Lose Her Winning Voice?. ABC News (April 22, 2008). ციტირების თარიღი: August 24, 2015
  16. „Jordin Sparks on Jason Derulo: 'I'll Never Know What Was True, What Was Not'. Billboard. ციტირების თარიღი: January 15, 2015.
  17. Chiu, Melody. (November 14, 2017) Exclusive: 'American Idol' Winner Jordin Sparks Is Married — with a Baby on the Way!. People. ციტირების თარიღი: November 14, 2017
  18. It's a boy! Jordin Sparks and Dana Isaiah welcome first child — see the pic! (May 5, 2018).