ჯონ დალტონი
ჯონ დალტონი | |
---|---|
ინგლ. John Dalton | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 6 სექტემბერი 1766[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | კამბერლენდი[4] |
გარდ. თარიღი | 27 ივლისი 1844[1] [7] [2] [4] [4] [8] [5] [9] (77 წლის) |
გარდ. ადგილი | მანჩესტერი[10] [4] |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ქიმია, ფიზიკა და მეტეოროლოგია |
მუშაობის ადგილი | ოქსფორდის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჰარისის მანჩესტერის კოლეჯი |
განთქმული მოსწავლეები | ჯეიმზ პრესკოტ ჯოული |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, სამეფო მედალი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი |
გავლენა მოახდინეს
| |
ხელმოწერა |
![]() |
ჯონ დალტონი (ინგლ. John Dalton; დ. 6 სექტემბერი, 1766, იგლსფილდი, ინგლისი — გ. 27 ივლისი, 1844, მანჩესტერი) — ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1822).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიიღო თვითგანათლება. კენდალში და მანჩესტერში ასწავლიდა მათემატიკას. მანჩესტერის ლიტ-ფილოს. საზოგადოების წევრი (1794), მდივანი (1800) და თავმჯდომარე (1817). დალტონმა შეისწავლა აირთა ნარევების თვისებები, აღმოაჩინა აირების პარციალურ წნევათა კანონი (1801) და ხსნადობის დამოკიდებულება მათ პარციალურ წნევაზე (1803; დალტონის კანონები). გამოიკვლია სითხეთა აორთქლების დამოკიდებულება წნევაზე, ტემპერატურასა და სხვა ფაქტორებზე; დაადგინა (ჟ. შარლისაგან დამოუკიდებლად და გეი-ლუსაკზე ადრე), რომ მუდმივი წნევის პირობებში ტემპერატურის ერთნაირი მატების დროს ყველა აირი ერთნაირად ფართოვდება (1802), დალტონს ეკუთვნის ფუნდამენტური შრომები ქიმ. ატომისტიკაში (ჯერად ფარდობათა კანონი და შედგენილობის მუდმივობის კანონი).
პირველმა აღწერა (1794) მხედველობის დეფექტი, რომლითაც თვითონ იყო დაავადებული და რომელმაც შემდგომში დალტონიზმის სახელწოდება მიიღო.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 351.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ Find a Grave — 1995.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 https://www.biography.com/people/john-dalton-9265201
- ↑ 5.0 5.1 Proleksis enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — Leksikografski zavod Miroslav Krleža, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia Catalana, 1968.
- ↑ Bibliothèque interuniversitaire de Santé — 2011.
- ↑ Дальтон Джон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.