დალტონიზმი
იერსახე

დალტონიზმი — თვალის მიერ ფერთა სრულფასოვანი აღქმის შეუძლებლობა, რომელიც თანდაყოლილი (გენის მუტაციით განპირობებული), ან შეძენილი (თვალის ბადურის ან მხედველობის ნერვის დაზიანებით გამოწვეული) დაავადებაა.[1]
ჯანმრთელი თვალის ბადურაში კონცენტრირებულია სპეციალური რეცეპტორები (კოლბები), რომლებიც შეიცავენ წითელი, მწვანე და ლურჯი ფერისადმი მგრძნობიარე პიგმენტებს, რაც ჯამში ფერთა პალიტრას აყალიბებს.[2] როდესაც პიგმენტები საკმარისი რაოდენობით არ არის წარმოდგენილი, ან დარღვეულია კოლბების სრულფასოვანი ფუნქციონირება, ყალიბდება დალტონიზმი.
განასხვავებენ დალტონიზმის შემდეგ ფორმებს:[3]
- პროტანოპია - წითელი ფერის აღქმის უუნარობა;
- დეიტერანოპია - მწვანე ფერის აღქმის უუნარობა;
- ტრიტანოპია - ლურჯი ფერის აღქმის უუნარობა;
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ mkurnali ka. ციტირების თარიღი: 2015-06-29
- ↑ andromed ka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-23. ციტირების თარიღი: 2024-01-25
- ↑ clevelandclinic.org en. ციტირების თარიღი: 2015-06-29