ჯონიის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯონიის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი იმერეთის მხარეში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონიაში. თარიღდება XI-XII საუკუნეებით.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას. დასავლეთით ტაძარს აქვს გვიანი პერიოდის მინაშენი, რომელიც ამჟამად ნახევრად დანგრეულია. ნაგებობას აქვს ორი შესასვლელი - სამხრეთითა და დასავლეთით, ორივე მათგანი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი - თაღოვანი. დარბაზის კამარა ჩამონგრეულია, შემორჩენილია აფსიდის კონქი. კამარა ეყრდნობოდა პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს. საკურთხეველი გვიანი პერიოდის ხის კანკელითაა გამოყოფილი, რომელიც დაფარულია რუსული ტიპის მხატვრობით. ინტერიერი შელესილია. ეკლესიას ვიწრო, თაღოვანი სარკმლები აქვს, რომლებიც ინტერიერში ფართოვდება. ფასადები სადაა, ასრულებს მოურთველი და თაროსებრი ლავგარდანი. ტაძრის კედელზე გვხვდება ასომთავრული ლაპიდარული წარწერა. ეკლესია ნაგებია თლილი ქვით.

არ არის შემორჩენილი ფრესკა. რესტავრაციამდე ეკლესია დაზიანებული იყო. დასავლეთით გამოსახულია ღვთისმშობელი მარიამი, ხოლო აღმოსავლეთით - უფლის გამოსახულებაა. კარებს ამკობს მთავარანგელოზთა გამოსახულება, კანკელის თავზე საიდუმლო სერობის სიუჟეტია წარმოდგენილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]