ჯოაკიმ დანიელი
ჯოაკიმ დანიელი | |
---|---|
წოდებები
მონპეზატის გრაფი | |
დაიბადა |
7 ივნისი, 1969 კოპენჰაგენი, დანია |
საგვარეულო | გლიუქსბურგები |
მეუღლე(ები) |
ალექსანდრა მანლი (ქ. 1995 - განქ. 2005) მარი კავალიერი (ქ. 2008) |
შვილ(ებ)ი |
ნიკოლაი ფელიქსი ჰენრიკი ათენა |
მამა | ანრი დე ლამბორ დე მონპეზატი |
დედა | მარგრეტე II, დანიის დედოფალი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
პრინცი ჯოაკიმ დანიელი (დან. Prins Joachim af Danmark; დ. 7 ივნისი, 1969) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. დანიის დედოფალ მარგრეტე II-ისა და მისი ქმრის, ანრი დე ლამბორ დე მონპეზატის უმცროსი ვაჟი. დანიის ტახტის რიგით მეექვსე მემკვიდრე თავისი უფროსი ძმისა და ძმის შვილების შემდეგ.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯოაკიმი დაიბადა 1969 წლის 7 ივნისს კოპენჰაგენში. იგი იყო დანიის დედოფალ მარგრეტე II-ისა და მისი ქმრის, ანრი დე ლამბორ დე მონპეზატის მეორე და ნაბოლარა ვაჟი. იგი ამავე წლის 15 ივნისს მონათლეს ლუთერანად.
1974-86 წლებში იგი სწავლობდა კრებსის კერძო სკოლაში, იმავდროულად 1974-76 წლებში კი ამალიენბორგის სასახლეში რეპეტიტორებიც ამეცადინებდნენ. 1982-83 წლებში მან დროებით მიატოვა სკოლა და საფრანგეთსა და იტალიაში წავიდა სამოგზაუროდ. 1986 წელს საბოლოოდ დაასრულა განათლების მიღება და ავსტრალიაში გაემგზავრა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
1991-93 წლებში მან დაასრულა ტრენინგი, რის შემდეგაც ფერმერი გახდა. გარდა ფერმერობისა, მას მენეჯმენტის განხრითაც აქვს განათლება მიღებული. სწორედ ამ განხრით მუშაობდა იგი 1993-95 წლებში პარიზსა და ჰონგ-კონგში. დანიაში დაბრუნების შემდეგ, იგი შენბორგის სასახლეში დასახლდა და მესაქონლეობას მიჰყო ხელი. 2014 წლის ივლისში გამოცხადდა, რომ პრინცი ჯოაკიმი და მისი მეუღლე საცხოვრებლად კოპენჰაგენში გადადიოდნენ, სამეფო კარზე. მათ ბინა ამალიენბორგის სასახლეში დაიდეს.
1987 წლიდან იგი სამხედრო განათლებას იღებდა, შემდეგ წლებში კი რეზერვში მსახურობდა როგორც ლეიტენანტი. 2005 წლიდან იგი დანიის ჯარის რეზერვში მსახურობს.
ძმის მსგავსად, ჯოაკიმი მშობლიური დანიურის გარდა, გამართულად საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.
ქორწინებები და შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წლის 18 ნოემბერს, ცოლად შეირთო წარმოშობით ჩინელი-ჩეხი-ავსტრალიელი-ბრიტანელი ქალი ალექსანდრა კრისტინა მანლი, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა:
- ნიკოლაი (დ. 28 აგვისტო, 1999);
- ფელიქსი (დ. 22 ივლისი, 2002);
წყვილი 2004 წლის 16 სექტემბრიდან გასცილდა ერთმანეთს, რაც 2005 წლის 8 აპრილს განქორწინებით დასრულდა. ამის შემდეგ ორივე მეორედ დაქორწინდა.
2007 წლის 3 ოქტომბერს ჯოაკიმი დაინიშნა წარმოჩობით ფრანგ მარი კავალიერზე, რომელზეც 2008 წლის 24 მაისს დაქორწინდა. მარი და ჯოაკიმი დღემდე ერთად არიან და ორი საერთო შვილი ჰყავთ:
- ჰენრიკი (დ. 4 მაისი, 2009);
- ათენა (დ. 24 იანვარი, 2012);
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Defence Command (30 October 2015). "H.R.H. Prince Joachim Assumes Post at the Danish Defence". forsvaret.dk (in Danish). Retrieved 3 November 2017.
- "HRH Prince Joachim". Website of the Danish Royal House.
- Joachim og Marie bliver gift til maj Archived 22 November 2007 at the Wayback Machine, Politiken.dk, 21 November 2007
- "Royal website". Kongehuset.dk. Retrieved 17 October 2017. Scroll down to "Dekorationer"