გლიუქსბურგები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლიუქსბურგების საგვარეულო სიმაგრე

გლიუქსბურგები (გერმ Glücksburg, დან Lyksborg, ბერძ Γκλύξμπουργκ) — ევროპის რამდენიმე ქვეყნის მონარქთა დინასტია. ოლდენბურგების საგვარეულოს განშტოება.

სრული დასახელება — შლეზვიგ-ჰოლშტეინ-ზონდერბურგ-გლუქსბურგი (გერმ. Schleswig-Holstein-Sonderburg-Glücksburg, დან. Slesvig-Holsten-Sønderborg-Lyksborg)

მონარქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთის მონარქები 1863-1967 წლებში

  • გიორგიოს II, კონსტანტინოს I-ის უფროსი ვაჟი, საბერძნეთის მეფე (1922-47)
  • პავლე, კონსტანტინოს I-ის მესამე ვაჟი, საბერძნეთის მეფე (1947-64)

დანიის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიის მონარქები 1863 წლიდან

  • კრისტიან IX (1818-1906), ვილჰელმის მეოთხე ვაჟი, შლეზვიგ-ჰოლშტეინ-ზონდერბურგ-ბეკის ჰერცოგი, 1825-დან ჰერცოგი შლეზვიგ-ჰოლშტეინ-ზონდერბურგ-გლუქსბურგი, დანიის მეფე (1863—1906)
  • ფრედერიკ VIII (1843-1912), კრისტიან IX-ის უფროსი ვაჟი, დანიის მეფე (1906—12)
  • მარგრეტე II (დ. 1940), ფრედერიკ IX-ის ქალიშვილი, დანიის დედოფალი (1972—2024).
  • ფრედერიკ X (დ. 1968), მარგრეტე II-ის ვაჟი, დანიის მეფე 2024 წლიდან.

ნორვეგიის მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორვეგიის მონარქები 1905 წლიდან (

  • ულაფ V (1903-1991), ნორვეგიის მეფე (1957-1991)


გლუქსბურგი ჰერცოგები 1825 წლიდან

  • ვილჰელმი (1785-1831) ჰერცოგი შლეზვიგ-ჰოლშტეინ-ზონდერბურგ-გლუქსბურგი (1825-31); მანამდე შლეზვიგ-ჰოლშტეინ-ზონდერბურგ-ბეკის ჰერცოგი.
  • კარლი (1813-78) ჰერცოგ ვილჰელმის უფროსი ვაჟი, ჰერცოგი გლუქსბურგი (1831-78)
  • ფრიდრიხი (1814-85), ჰერცოგ ვილჰელმის მეორე ვაჟი, ტიტულიანი ჰერცოგი გლუქსბურგი (1878-85)
  • ფრიდრიხ ფერდინანდი (1855-1934), ჰერცოგ ფრიდრიჰის ვაჟი, ტიტულიანი ჰერცოგი გლუქსბურგი (1885-1934), ტიტულიანი ჰერცოგი შლეზვიგ-ჰოლშტეინი (1931-34)
  • ვილჰელმ ფრიდრიხი (1891-1965), ჰერცოგ ფრიდრიხ ფერდინანდის ვაჟი, ტიტულიანი ჰერცოგი შლეზვიგ-ჰოლშტეინი და გლუქსბურგი (1934-65)
  • პეტერი (1922-80), ჰერცოგ ვილჰელმ ფრიდრიხის ვაჟი, ტიტულიანი ჰერცოგი შლეზვიგ-ჰოლშტეინი და გლუქსბურგი (1922-80)
  • კრისტოფი (დ. 1949), ჰერცოგ პეტერის ვაჟი, ტიტულიანი ჰერცოგი შლეზვიგ-ჰოლშტეინი და გლუქსბურგი 1980-დან.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]