ჯიჯეთის ხევის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯიჯეთის ხევის სამაროვანიარქელოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიჯეთის (იგივე კოჭაყელის) ხევის მარჯვენა ნაპირზე. განეკუვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ბრინჯაოს - ადრინდელი რკინის ხანას (ძველი წელთაღრიცხვით Xll საუკუნის ll ნახევარი - X საუკუნე). 1950 წელს სადაზვერვო გათხრები ჩაატარა ისტორიის ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უჯარმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ნ. ბერძენიშვილი). გამოვლინდა ორ სართულად განლაგებული, ძლიერ დაზიანებული ორმოსამარხები, რომელთა თავზე კირქვის ქვები ელაგა. გვერდზე მწოლიარე, მოკუნტული ჩონჩხები დამხობილი იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. სამარხებში აღმოჩნდა თიხის კათხა, ფინჯანი, სხვადასხვა ჭურჭლის ფრაგმენტები, ბრინჯაოს მახვილის ორი ტარი, შუბისპირი, ჯაჭვი, მახათი და სხვა. მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]