ჯიღოსანა[1] (ლათ.Aethia) — ფრინველთაგვარიმეჭვავიასნაირთარიგისალკისებრთაოჯახისა. ცნობილია 4 სახეობა: დიდი ჯიღოსანა (A. cristatella) — სხეულის სიგრძეა 25 სმ-მდე; მცირე ჯიღოსანა (A. pygmaea) — დაახლოებით 20 სმ; ნამცეცა ჯიღოსანა (A. pusilla) — სხეულის სიგრძე 19 სმ-მდე და თეთრმუცელა ალკა (Aethia psittacula) — სიგრძით 23 სმ-მდე. ზღვის ფრინველებია, მთელ დროს, გარდა გამრავლების პერიოდისა, ღია ზღვაში ატარებენ. გავრცელებული არიან წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ბუდობენ დიდ კოლონიებად კლდეების ნაპრალებში და ნაყარ ქვებში. იკვებებიან ზღვის მცირე ხერხემლიანიცხოველებით. აქა-იქ გააჩნიათ რამდენადმე სარეწაო მნიშვნელობა, იყენებენ მათ ხორცს.