ჯიმითის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯიმითის წმიმდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით, აგურით და კირის ხსნარით. შიგნით და გარედან შელესილ-შეთეთრებულია. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი თაღოვანია და შიგნიდან საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული. აღმოსავლეთით საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდია, თაღოვანი სარკმლით და მის ორივე მხარეს მდებარე თითო ოთკუთხა ნიშით. საკურთხეველი დარბაზისგან გამიჯნულია კანკელით, რომელიც აფსიდიდან დაახლოებით 1 მეტრით წინწამოწეულია. კამარა სხმულია ცილინდრული ფორმისა. დასავლეთ კუთხეებში პილასტრებია, ჩრდილოეთ კედელში, აფსიდის მხართან ახლოს პატარა ოთხკუთხა ნიშა. სამხრეთ კედელში თაღოვანი სარკმელია: ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. იგი საკმაოდ მცირე ზომისაა და იმდენად მაღლაა „ატანილი“, რომ მისი ღიობის ნაწილი კამარის წვერის ზემოთაა ასული. ეკლესიას გრძივი ფასადები ორ-ორი საფეხურით შეღრმავებული თაღოვანი არითაა დანაწევრებული. დასავლეთ ფასადზე, სარკმლის ქვემოთ, აგურით გამოყვანილი ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. დასავლეთ ფრონტონის წვერზე დადგმულია დაბალი, აგურის ოთხწახნაგა სამრეკელო პირამიდული სახურავით. 1990-იანი წლების ბოლოს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჩატარებული რემონტის დროს, ეკლესია გარედან ცემენტით შელესეს და კრამიტით გადახურეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]