ჯიმითის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯიმითის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის ჩრდილო-დასავლეთით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი წვრილი რიყის ქვით. გარეთა კუთხეებში შედარებით მოზრდილი ქვებია გამოყენებული. კამარა, საბჯენი თაღები, კონქი, კარსაკმელის ღიობები და ლავგარანდი გამოყვანილია აგურით. კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია. შესასვლელი ორია სამხრეთიდან და დასავლეთიდან ორივე კარი შეისრულ თაღოვანია და გარედან საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული, რომელიც აგურის ხერხულა წყობითაა გამოყვანილი. საფეხუროვანი ფრიზი აგვირგვინებს საკურთხევლის აფსიდის ნახევარწრიულია. მასაში დაბალი, ნახევარწრიული თაღით სარკმელია გაჭრილი. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში ერთი შეისრულთაღოვანი ნიშაა. საკურთხევლის ბაქანი აფსიდის მხრების ხაზიდან დაახლოებით 1 მეტრით წინაა წამოწყებული. შემაღლებულია ნავის იატაკის მიმართ და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. აფსიდის კონქის თაღი ოდნავ შეისრულია. მსგავსი ფორმისაა კამარაც იგი, კონქის თაღის გარდა დაყრდნობილია ორ საბჯენ თაღზე. რომელთაგანაც ერთი დარბაზის შუაშია. ხოლო მეორე დასავლეთ კედელთან შუა საბჯენი შეკიდულ პილასტრებზეა გადაყვანილი. დასავლეთ კუთხის პლასტერებზე. საკურთხევლის სარკმლის გარდა შიდა სივრცეს ლკიდევ ოთხი ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელი აშუქებს. მათგან თითო - თითო დასავლეთ და სამხრეთ კედლებშია გაჭრილი, ორი ჩრდილოეთით განივ ფასადებზე, აგურის წყობის შეღრმავებით, გამოსახულია საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი თითო მაღალი ჯვარი, რომლებიც წითლადაა შეღებილი. აღმოსავლეთ ფასადზე მდებარე ჯვრის თავზე გაცილებით მცირე ზომის. წითლად შეღებილი ჯვრის შეღრმავებული გამოსახულებაა. დასავლეთ ფასდზე, შესასვლელისზემოთ, პატარა ოთხკუთხა ნიშაა ეკლესიის სახურავის კეხის დასავლეთ კიდეში აგურის კვადრატულ ბაზისზე, დადგმულია აგურისავე ვიწრო და მაღალი სამრეკლო, რის ქვედა ნაწილი წრიულია, ხოლო ზედა ხუთწახნაგა ფანჩატური. მათ საზღვარზე ერთგირად ნაწყობი აგურის სარტყელია. ფანჩატურის წიბოებს მთელ სიმაღლეზე ასდევსდიდი შვერილი ხუთივე წახნაგი ნახევარ წრიული თაღითაა გახსნილი, თაღების ზემოთ, ლავგარდნამდე, ორ ხერულა ზოლსშორის მოქცეული სწორკუთხა არეა, რ-ზეც დეკორატ. ფრონტონია გამოყვანილი, სამრეკლო აგურის ხუთწახნაგა სახურავითაა გადახურული. ეკლესიის კედლები დასრულებული იყო აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდნით, რომლისის უმეტესი ნაწილიჩამონგრეულია. 2010 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუის" დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა ღდგენითი სამუშაოები. (არიტექტორები: ზუზაძე ტ. რამიშვილი დ.) გამაგრდა დასავლეთ კედელი. რომე;იც მთელ სიმაღლეზე იყო გაბზარული. აღდგა შესასვლელთა წილთხრების მონგრეული ნაწილები და ლავგარდანი იატაკზე დაიგო კვადრატული აგურები. ეკლესია გადაიხურა კრამითით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]