ჯვრის უღელტეხილი (ლეჩხუმის ქედი)
იერსახე
| ჯვრის უღელტეხილი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°45′31″ ჩ. გ. 42°58′24″ ა. გ. / 42.75861° ჩ. გ. 42.97333° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ცაგერის მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2600 მ |
| ქედი | ლეჩხუმის ქედი |
ჯვრის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2600 მ. კალთები შემოსილია ალპური მდელოს ბალახეულით. აკავშირებს მდინარეების ცხენისწყლისა (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) და ლაჯანურის (ცაგერის მუნიციპალიტეტი) ხეობებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 563.