ჯენიფერ ჯოუნზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯენიფერ ჯოუნზი
JENNIFERjones.jpg
ჯოუნზი 1953 წელს
დაბადების სახელი ფილის ლი ისლი
დაბადების თარიღი 2 მარტი, 1919
ტალსა, ოკლაჰომა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 17 დეკემბერი, 2009 (90 წლის)
მალიბუ, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ნორსვესტერნის უნივერსიტეტი, დრამატული ხელოვნების ამერიკული აკადემია
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1939–1974
მეუღლე(ები) რობერტ ვოლკერი (იქ. 1939–45)
დევიდ სელზნიკი
 (იქ. 1949–65)

ნორტონ საიმონი
 (იქ. 1971–93)
შვილ(ებ)ი 3

ჯენიფერ ჯოუნზი (ინგლ. Jennifer Jones; დ. 2 მარტი, 1919 — გ. 17 დეკემბერი, 2009) — ამერიკელი მსახიობი. მისმა კარიერამ 5 დეკადა მოიცვა, ამ დროის პერიოდში 5 ჯერ იყო ნომინირებული როგორც ოსკარზე, ასევე ოქროს გლობუსზეც. ჯოუნზი იმ მსახიობ ქალებს შორისაა, რომლებმაც ოსკარი ახალგაზრდობაში მოიპოვეს.

სამსახიობო კარიერამდე, ახალგაზრდობაში მუშაობდა მოდელად. 1939 წელს გამოჩნდა ორ ფილმში. მესამე როლი მოირგო ბიოგრაფიულ დრამაში, „ბერნადეტის სიმღერა“ (1943), სადაც იგი მთავარი როლით, ბერნადეტ სუბიროუსის როლით გადაიღეს. ამ როლის შესრულებისთვის, 1943 წელს მან მოიგო ოსკარი და ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. 1940-იან წლებში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში, მოიპოვა როგორც ოსკარის სამი ნომინაცია, ასევე მნიშვნელოვანი დადებითი შეფასებები. ამ პერიოდში გადაიღეს ფილმებში: ამერიკული ეპიკური დრამა „მას შემდეგ რაც წახვედი“ (1944), „სასიყვარულო წერილები“ (1945), ამერიკული ფსიქოლოგიური ფილმი, „დუელი მზეში“ (1946).

1949 წელს ჯოუნზმა ამერიკელ პროდიუსერზე, დევიდ სელზნიკზე იქორწინა. ამ წელს მთავარი როლი მოირგო რომანტიკულ დრამაში, „მადამ ბოვარი“. 1950-იან წლებში გამოჩნდა რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: 1952 წლის ფილმი, „Ruby Gentry“, სათავგადასავლო კომედია „ეშმაკის დამარცხება“ (1953), რომანტიკული დრამა „სადგური ტერმინი“ (1953). 1955 წელს ევრაზიელი ექიმის როლი შეასრულა რომანტიკულ-დრამაში, „სიყვარული არის ძალიან ბრწყინვალე რამ“, რომლითაც მან მეხუთე ოსკარის ნომინაცია მოიპოვა.

1965 წელს სელზინიკის გარდაცვალების შემდეგ, ჯოუნზი დაქორწინდა ამერიკელ მრეწველზე, ნორტონ სიმონზე. ბოლოს გამოჩნდა ფილმში, „ჯოჯოხეთი დედამიწაზე“.

სიცოცხლის განმავლობაში ჯოუნზს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, 1966 წელს მან თვითმკვლელობა სცადა და მალიბუს სანაპიროზე კლდიდან გადახტა. მას შემდეგ რაც, მისმა ქალიშვილმა 1976 წელს, თავი მოიკლა, ჯოუნზი დაინტერესდა ფსიქიკური ჯანმრთელობით. მან 1980 წელს დაარსა ჯენიფერ ჯოუნზ სიმონის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და განათლების ფონდი. მსახიობმა სიცოცხლის ბოლო ექვსი წელი მალიბუში, კალიფორნიაში გაატარა. გარდაიცვალა 2009 წელს, 90 წლის ასაკში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919-1939: ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ჯოუნზი დაიბადა 1919 წლის 2 მარტს, ტალსაში, ოკლაჰომაში, აშშ-ში. იყო ფლორ მეის და ფილიპ როს ისლის ერთადერთი ქალიშვილი. მამამისი იყო ჯორჯიის შტატიდან, ხოლო დედა კალიფორნიიდან. გაიზარდა როგორც კათოლიკე.

1925 წელს ჯოუნზმა სწავლა დაიწყო Edgemere-ის საჯარო სკოლაში, სწავლა გააგრძელა გოგონების კათოლიკურ სკოლაში, „მონტე კასინოს სკოლა“. სკოლის დამთავრების შემდეგ, ილინოისში, ნორსვესტერნის უნივერსიტეტში დაიწყო დრამის სწავლა. 1937 წლის სექტემბერს, სასწავლებლად გადავიდა დრამატული ხელოვნების ამერიკულ აკადემიაში. სადაც იგი შეხვდა სამსახიობო კურსის სტუდენტს, რობერტ ვოლკერს. ჯოუნზი ვოლკერზე 1939 წლის 2 იანვარს დაქორწინდა.

ჯოუნზი და ვოლკერი ტალსაში, 13 კვირიან რადიო პროგრამაზე მონაწილეობისთვის დაბრუნდნენ, შემდეგ კი გზა ჰოლივუდში გააგრძელეს. 1939 წელს პატარა როლით პირველად გამოჩნდა Republic Pictures-ის ფილმში, „ახალი საზღვარი“. მეორედ გადაიღეს ფილმში, „Dick Tracy's G-Men“ (1939). მოგვიანებით გადაწყვიტა ნიუ-იორკში დაბრუნება.

1940-1948: კარიერის საწყისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ ვოლკერზე დაქორწინებიდან ცოტა ხნის შემდეგ, წყვილს შეეძინა ორი ვაჟი: რობერტ ვოლკერი (1940–[[[2019]]) და მაიკლ ვოლკერი (1941–2007). მიუხედავად იმისა რომ ჯოუნზმა სტაბილური სამუშაო იპოვა რადიოპროგრამებში, პარალელურად მოდელობდა სააგენტოსთვის, „Powers Agency“, ასევე მოდელობდა ჟურნალისთვის, „Harper's Bazaar“. 1941 წლის ზაფხულში კლაუდიას როლისთვის მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ კონკურსში, მიუხედავად იმისა რომ ჯოუნზი ფიქრობდა რომ კონკურსმა ცუდად ჩაიარა, დევიდ სელზნიკი მისით აღფრთოვანებული დარჩა. მოგვიანებით, სელზნიკის მდივანმა ჯოუნზს დაურეკა და მასთან 7 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჯოუნზი „ბერნადეტის სიმღერა“-ში, 1943 წელი.

1944 წელს, თავის 25-ე დაბადების დღეზე, ბერნადეტის სიმღერაში შესრულებული მთავარი როლისთვის, ჯოუნზმა მოიგო ოსკარი საუკეთესო მსახიობისთვის. ამის შემდეგ, ჯოუნზი სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს სელზნიკთან. ის ვოლკერს 1943 წლის ნოემბერს დაშორდა, შემდეგ მასთან ერთად ითამაშა ფილმში, „მას შემდეგ რაც წახვედი“, ისინი ფორმალურად 1945 წლის ივნისში განქორწინდნენ. „მას შემდეგ რაც წახვედი“-ში შესრულებული როლისთვის, იგი მეორედ ნომინირდა ოსკარზე, ამჯერად საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში. მესამე ოსკარი მოიგო, ფილმ „სასიყვარულო წერილებში“ ნათამაშები როლით.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]