ჯენიფერ კულიჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯენიფერ კულიჯი
დაბადების თარიღი 28 აგვისტო, 1961 (1961-08-28) (62 წლის)
ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1993-დღემდე

ჯენიფერ კულიჯი (ინგლ. Jennifer Coolidge დ. 28 აგვისტო, 1961, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. იგი ძირითადად დაკავებულია როლებით კომედიურ ფილმში, ასევე მოღვაწეობს ტელევიზიაში. კულიჯს მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის ოქროს გლობუსი, ემის ჯილდო და ორი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.

კულიჯს ჰქონდა მეორეხარისხოვანი როლები ფილმების სერიაში ამერიკული ნამცხვარი (1999–2012) და Legally Blonde (2001–2003). ის რეგულარულად თანამშრომლობდა კრისტოფერ გესტთან ფილმებზე, როგორებიცაა Best in Show (2000), A Mighty Wind (2003), For Your Consideration (2006), და Mascots (2016). ის ასევე გამოჩნდა ფილმებში A Cinderella Story (2004), Click (2006), Date Movie (2006), Epic Movie (2007), Promising Young Woman (2020), Single All the Way (2021), და Shotgun Wedding (2022).

ჯულიჯი, ასევე, გამოჩნდა კომედიურ სიტუაციებში, როგორიცაა Joey (2004–2006), The Secret Life of the American Teenager (2008–2012), და 2 Broke Girls (2011–2017), და დრამატული ჟანრის სერიალში The Watcher (2022).

მან კრიტიკოსების მოწონება მოიპოვა HBO-ს ანთოლოგიურ სერიალში The White Lotus (2021–2022) ტანია მაკკუიიდის როლისთვის, რომელიც წარმოადგენდა არასაიმედო, მდიდარ ქალს. მან პერფორმანსისთვის მოიგო ემის ჯილდო, ოქროს გლობუსი და ორი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულიჯი დაიბადა ბოსტონში, მასაჩუსეტსი, გრეტჩენის და პოლ კონსტანტ კულიჯების ოჯახში.[1] ის გაიზარდა ნორველში, მასაჩუსეტსი. ბავშვობაში კულიჯი კლარნეტზე უკრავდა და ზაფხულობით მონაწილეობდა საორკესტრო ბანაკში.[2] იგი სწავლობდა ნორველის უმაღლეს სკოლაში, კემბრიჯის ვესტონის სკოლაში, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო ემერსონის კოლეჯში ბოსტონში და დრამატული ხელოვნების ამერიკულ აკადემიაში ნიუ-იორკში.[3] კოლეჯის დროს კულიჯს სურდა გამხდარიყო დრამატული მსახიობი, მერილ სტრიპის მსგავსი, მაგრამ ამის ნაცვლად გახდა კომედიური ჟანრის მსახიობი.[4]

ნიუ-იორკში ყოფნისას კულიჯი მუშაობდა მიმტანად რესტორანში სხვა დამწყებ მსახიობთან, სანდრა ბალოკთან ერთად.[5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერის ადრეულ ეტაპზე კულიჯმა ითამაშა მეორეხარისხოვანი როლები რამდენიმე კომედიურ ფილმში. მას ჰქონდა პატარა როლები ისეთ ფილმებში, როგორიცაა A Bucket of Blood, Plump Fiction და A Night at the Roxbury.

ერთ-ერთი პირველი წარმატება მოიტანა ფილმმა ამერიკული ნამცხვარი, რომლის მთლიანი შემოსავალი 235,483,004 დოლარი იყო.

კულიჯმა თითქმის მიიღო ლინეტ სკავოს როლი სასოწარკვეთილ დიასახლისებში, მაგრამ საბოლოოდ ის ფელისიტი ჰაფმანს გადაეცა. 2004 წლიდან 2006 წლამდე კულიჯს ჰქონდა როლები NBC-ის კომედიურ სერიალებში.

Epic Movie, რომელიც გამოვიდა 2007 წელს, გადაღებული Date Movie-ს მიერ, იყო პირველი ფილმი, რომელშიც კულიჯმა მიიღო მთავარი როლი.

2011 წლის ივნისში კულიჯი კურირებდა ბლეიკ ნელსონ ბოიდის ხელოვნების შოუს ნიუ ორლეანში. იმავე თვეში კულიჯმა დაიწყო სტენდაპ კომედიის კეთება.

2011 წლის ოქტომბერში კულიჯმა დაიწყო თანამშრომლობა CBS-თან სიტკომში 2 Broke Girls როგორც სოფი კაჩინსკი - ორი მთავარი გმირის პოლონელი მეზობელი. მოგვიანებით იგი დაწინაურდა და მიიღო მთავარი როლი მეორე სეზონიდან 2017 წელს შოუს გაუქმებამდე.

2020 წელს მან ითამაშა Like a Boss-ში, 2020-იანი წლების პირველ სტუდიურ კომედიურ ფილმში, Paramount Pictures-ისთვის. კულიჯს ჰქონდა მეორეხარისხოვანი როლი ფილმში Promising Young Woman, როგორც კესი - კერი მალიგანის დედა. ფილმმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა გამოსვლისთანავე.

2021 წელს მან ითამაშა Netflix-ის საშობაო რომანტიკულ კომედიაში Single All the Way მაიკლ ურის, ფილემონ ჩემბერსის და კეტი ნაჯიმის გვერდით. 2022 წელს კულიჯმა ითამაშა Netflix-ის მინი-სერიალში The Watcher ნაომი უოტსთან და ბობი კანავალთან ერთად.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულიჯი წლების განმავლობაში ხვდებოდა კომიკოს კრის კატანს.[6]

ჯულიჯი ხშირად ჩადიოდა ნიუ ორლეანს, ათი წლის განმავლობაში წელიწადში ათჯერ ეწვია მას, რის შემდეგაც, 2005 წელს მან იქ სახლი იყიდა.

ის დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით. მისი საქველმოქმედო საქმიანობა და აქტივიზმი მოიცავს შიდსის დახმარებისა და ცხოველთა უფლებების მხარდაჭერას. კულიჯს უყვარს ცხოველები და ჰყავს შინაური ძაღლი, სახელად ჩუი.

კულიჯი აშშ-ს პრეზიდენტის კალვინ კულიჯის მეექვსე ბიძაშვილია.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dweck, Sophie. (December 26, 2020) Jennifer Coolidge: 25 Things You Don't Know About Me ('I Probably Have More Costumes Than Regular Clothes'). usmagazine.com.
  2. Jennifer Coolidge. TopsinLex.com (March 1, 2011).
  3. Fischer, Paul. Jennifer Coolidge For your Consideration Interview.
  4. Jennifer Coolidge on Filming The White Lotus & Waitressing with Sandra Bullock in the 80s. Jimmy Kimmel Live. ციტირების თარიღი: 3 August 2022
  5. Jennifer Coolidge on Filming The White Lotus & Waitressing with Sandra Bullock in the 80s. Jimmy Kimmel Live. ციტირების თარიღი: 3 August 2022
  6. Rowles, Dustin. (May 29, 2019) Chris Kattan Alleges that Lorne Michaels Pressured Him Into Having Sex with Amy Heckerling.
  7. Jennifer Coolidge: 25 Things You Don’t Know About Me (‘I Probably Have More Costumes Than Regular Clothes!’) (February 27, 2023). ციტირების თარიღი: March 4, 2023