ფელისიტი ჰაფმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფელისიტი ჰაფმენი
Finale Walk at The Heart Truths Red Dress Collection 2010 cropped.jpg
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი, 1962
ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად გერმანელი, ინგლისელი, შოტლანდიელი, ირლანდიელი, ფრანგი, კანადელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1978-დღემდე
მეუღლე(ები) უილიამ მასი
შვილ(ებ)ი 2

ფელისიტი კენდალ ჰაფმენი (ინგლ. Felicity Kendall Huffman; დ. 9 დეკემბერი, 1962, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. სახელი გაითქვა სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ შესრულებული ლინეტ სკავოს როლით. მას მიღებული აქვს ემის, ოქროს გლობუსისა და სამი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, იგი ასევე ნომინირებული იყო ოსკარზე.

ბავშვობა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფელისიტი ჰაფმენი დაიბადა 1962 წლის 9 დეკემბერს ნიუ-იორკში, მდიდრულ ოჯახში. იგი არის ბანკირ მურ პიტერ ჰაფმენისა და მისი ცოლის, გრეის ვოლის (ქალიშვილობის გვარია ეუინგი) ქალიშვილი[1][2]. მისი გაჩენიდან მალევე ისინი განქორწინდნენ, თუმცა იგი ორივე მათგანთან იზრდებოდა[3][4]. როდესაც ფელისიტი თინეიჯერი იყო, გაიგო, რომ მისი ბიოლოგიური მამა მისი ოჯახის ახლო მეგობარი, როჯერ ტოლმენ მაიერი იყო[5]. მას ექვსი და და ერთი ძმა ჰყავს[6]. 1970 წელს ფელისიტის დედამ თავის შვილებთან ერთად მიატოვა ნიუ-იორკი და კოლორადოში გადავიდა, სადაც გაატარა მან თავისი ბავშვობის წლები[7].

ფელისიტი წარმოშობით არის გერმანელი, ინგლისელი, შოტლანდიელი, ირლანდიელი, ფრანგი და კანადელი[5].

ჰაფმენმა ვერმონტში დაამთავრა პატნის სკოლა, რის შემდეგაც სწავლა მიჩიგანში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში განაგრძო. მალევე მან იქაურობა მიატოვა და ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც თეატრალური განათლების მიღების შემდეგ ლონდონში გადასახლდა და დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში განაგრძო სწავლა[8][9].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფელისიტი ჰაფმენი 2010 წლის 11 თებერვალს, ოსკარ დე ლა რენტას კაბაში.

ფელისიტი ჰაფმენის სამსახიობო დებიუტი 1978 წელს შედგა სერიალში ABC Afterschool Special შესრულებული სარა გრინის როლით. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 1988 წელს იგი კვლავ დაუბრუნდა ტელე-ეკრანებს, რის შემდეგაც დაიწყო აქტიური მოღვაწეობა სამსახიობო სფეროში, რომელსაც დღემდე აგრძელებს.

2002 წელს იგი მთავარ როლში გადაიღეს ფილმში „პეტი ომში“, სადაც მან აშშ-ს პირველი ლედის, ბირდ ჯონსონის როლი შეასრულა. რამდენიმე პატარა როლის შემდეგ იგი 2004 წელს დაამტკიცეს სერიალ „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ ერთ-ერთი მთავარ, ლინეტ სკავოს როლზე. ამ როლმა მას განსაკუთრებული პოპულარობა და აღიარება მოუტანა. ლინეტის როლისათვის მან მიიღო ემის, ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის სამი ჯილდო. ამ სერიალში იგი მონაწილეობდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან: მარშა კროსი, ევა ლონგორია, ნიკოლეტ შერიდანი, ტერი ჰატჩერი და ა.შ[10]. სერიალის გადაღებები მხოლოდ 2012 წელს დასრულდა, სადაც ფელისიტი ყველა სერიაში მონაწილეობდა.

ამის პარალელურად, 2005 წელს მან ფილმში „ტრასტამანიკა“ შეასრულა ასევე მთავარი, საბინა ბრი ოსბორნის როლი[11]. 2006 წელს სერიალში „სტუდიო 60 მზისჩასვლისას“ ითამაშა საკუთარი თავის როლი.

„სასოწარკვეთილი დიასახლისების“ შემდეგ იგი დროებით დაუბრუნდა თეატრს, რის შემდეგაც 2015 წელს სერიალში „ამერიკული კრიმინალი“ დაამტკიცეს ერთდროულად სამ როლზე: ბარბ ჰანლონის, ლესლი გრაჰემისა და ჯანეტ ჰესბისაზე. ამ სერიალში იგი 2017 წლამდე მონაწილეობდა და შესრულებული როლებისათვის ნომინირებული იყო მრავალ სამსახიობო ჯილდოზე.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფელისიტი ჰაფმენს 15 წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა მსახიობ უილიამ მასისთან[12], რომელზეც 1997 წლის 6 სექტემბერს დაქორწინდა და მისგან 2 გოგონა გააჩინა: სოფია და ჯორჯია[13].

2019 წელს ფელისიტი ჰაფმენი სხვა მრავალ ვარსკვლავთან ერთად სკანდალში გაეხვა. იგი მსახიობ ლორი ლაფლინთან ერთად დააკავეს, რადგან მათ მოისყიდეს კონსულტანტები, რათა მათი შვილების ქულები გაეყალბებინათ და პრესტიჟულ კოლეჯში მიეღოთ. ჰაფმენმა გირაოს სახით 250,000 აშშ დოლარი გადაიხადა და შემდეგ საჯაროდ ბოდიშიც მოიხადა. როგორც აღმოჩნდა, მასთან ერთად კიდეც 33 მშობელი თაღლითობდა, რომელთა შვილებიც ყალბი ქულების დამსახურებით მოეწყვნენ ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა: იელი, კემბრიჯი, სტენფორდი და ა.შ. ასევე ცნობილია, რომ ფელისიტიმ და სხვა მშობლებმა გაყალბებისათვის მათ 200,000-დან 6,000,000 აშშ დოლარამდე გადაუხადეს[14].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Moore P. Huffman Obituary". The New York Times. Retrieved February 20, 2015.
  2. "Jane Huffman to Marry Hays Jones Jr". The New York Times. June 5, 1983. Retrieved November 23, 2013.
  3. Stated on Finding Your Roots, January 15, 2019
  4. Derschowitz, Jessica. "Felicity Huffman on Family: It's a Community." CBS News: The Early Show. November 12, 2010.
  5. 5.0 5.1 Stated on Finding Your Roots, January 15, 2019
  6. Jane Huffman Obituary retrieved February 20, 2015.
  7. Felicity Huffman's favorite pastime Archived February 21, 2015, at the Wayback Machine retrieved February 20, 2015.
  8. "Felicity Huffman". The New York Times. The New York Times Company. Retrieved November 23, 2013.
  9. "Felicity Huffman Biography". The Biography Channel. A+E Television Networks, LLC. Retrieved November 23, 2013.
  10. "Felicity Huffman Biography". The Biography Channel. A+E Television Networks, LLC. Retrieved November 23, 2013.
  11. "Felicity Huffman". Yahoo! Movies. Yahoo!. Retrieved November 23, 2013.
  12. "Huffman's a hard-working 'lazy' actor". TribLive. February 23, 2015. Retrieved December 4, 2016.
  13. "Felicity Huffman Biography". The Biography Channel. A+E Television Networks, LLC. Retrieved November 23, 2013.
  14. სკანდალი ამერიკული განათლების სისტემაში – ათობით მშობელი შვილების პრესტიჟულ უნივერსიტეტებში უკანონოდ ჩარიცხვისთვის დააკავეს