შინაარსზე გადასვლა

ჯენიფერ ელისეფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯენიფერ ელისეფი
საქმიანობა ინჟინერი, ოფთალმოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი[1]
მუშაობის ადგილი ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი[2]
ალმა-მატერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
ჯილდოები ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[3]

ჯენიფერ ჰარტ ელისეფი (ელიზეფი, ინგლ. Jennifer Hartt Elisseeff; დ. 25 სექტემბერი, 1973) — ჩრდილოეთ ამერიკელი ბიოსამედიცინო ინჟინერი, ოფთალმოლოგი და აკადემიკოსი, მორტონ გოლდბერგის პროფესორი და ჯონ ჰოპკინზის სახელობის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტისა და ოფთალმოლოგ უილიამ ჰოლანდ ვილმერის თვალის ინსტიტუტის ტრანსლაციური ქსოვილების ინჟინერიის ცენტრის დირექტორი. იგი მოღვაწეობს ქიმიური ინჟინერიის,ბიოსამედიცინო ინჟინერიის, მასალათწარმოების მეცნიერების და ორთოპედიული ქირურგიის სფეროებში.[4] ჯენიფერ ელისეფის კვლევა უკავშირდება რეგენერაციულ მედიცინას და იმუნოინჟინერიას. იგი არჩეულია ამერიკის სამედიცინო და ბიოინჟინერიის ინსტიტუტის გამომგონებელთა ეროვნული აკადემიის წევრად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად. 2018 წელს აირჩიეს საინჟინრო ეროვნულ აკადემიაში „რეგენერაციული თერაპიის ინექციური ბიომასალის შემუშავებისა და კომერციალიზაციისთვის“. იმავე წელს ასევე აირჩიეს ეროვნულ სამედიცინო აკადემიაში. 2019 წელს მიიღო ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ჯილდო. მეცნიერის კვლევები 23 000-ზე მეტჯერ იქნა ციტირებული. მისი h ინდექსი 75-ს აღემატება.

განათლება და აკადემიური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენიფერ ელისეფი სწავლობდა კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში, ქიმიის სამაგისტრო პროგრამაზე პოლიმერების მეცნიერებაში.[5] შემდეგ სწავლა გააგრძელა დოქტორანტურაში ჯანდაცვის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების პროგრამაზე ჰარვარდის უნივერსიტეტში და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც მისი ხელმძღვანელი იყო ამერიკელი მეცნიერი და ინჟინერი რობერტ ლენჯერი. მოგვიანებით გახდა ზოგადი სამედიცინო მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. მუშაობდა ფარმაკოლოგიის კვლევის პროგრამაზე სტომატოლოგიური და კრანიოფიალური კვლევის ეროვნულ ინსტიტუტში.

ჯენიფერ ელისეფმა 2003 წელს მუშაობა დაიწყო ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად ბიოსამედიცინო ინჟინერიასა და ორთოპედიულ ქირურგიაში. აქ ელისეფი მონაწილეობდა ბიოსამედიცინო კვლევების კლინიკურ განვითარებასა და თარგმნაში.

2004 წელს ჯენიფერ ელისეფმა დააარსა Cartilix, Inc., რომელიც შეიძინა სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელმა Biomet Inc-მა 2009 წელს. 2009 წელს მან ასევე დააარსა Aegeria Soft Tissue and Tissue Repair. ჯენიფერ ელისეფი შედის Bausch& Lomb-ის, Kythera Biopharmaceutical-ისა და Cellular Bioengineering Inc-ის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოში.[6] ელისეფი ასევე შედიოდა მერილენდის ტექნოლოგიების განვითარების კორპორაციის (TEDCO) მმართველთა საბჭოს შემადგენლობაში.[7]

ელისეფის ამჟამინდელი კვლევითი ჯგუფი მდებარეობს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის ქსოვილების საინჟინრო ცენტრში. მისი კვლევითი საქმიანობა უკავშირდება ქსოვილების ინჟინერიას, ოფთალმოლოგიას და იმუნოლოგიას.[8] 2016 წელს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა პუბლიკაცია, მისი ჯგუფის კვლევების უმეტესი ნაწილი ფოკუსირებულია იმპლანტირებულ ბიომასალებზე იმუნური სისტემის რეაქციის იდენტიფიცირებაზე და იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ბიომასალების თვისებები ჭრილობის შეხორცების რეაქციაზე.

  1. Národní autority České republiky
  2. https://elisseefflab.jhu.edu/
  3. https://www.amacad.org/new-members-2022
  4. „Jennifer H. Elisseeff, Ph.D.“ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-10. ციტირების თარიღი: 2018-02-09.
  5. University, Carnegie Mellon. Jennifer Hartt Elisseeff (S 1994) - Engage with CMU - Carnegie Mellon University en. ციტირების თარიღი: 2022-11-27
  6. Elisseeff Labs Principal Investigator. ციტირების თარიღი: 2023-07-10
  7. Jennifer Elisseeff joins TEDCO board of directors. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-27. ციტირების თარიღი: 2019-01-26
  8. TTEC — Johns Hopkins University. ციტირების თარიღი: 2019-01-26