ჯენიფერ ეგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯენიფერ ეგანი
Jennifer Egan by David Shankbone.jpg
Jennifer Egan Occupy Wall Street 2011 Shankbone.JPG
დაბადების თარიღი 7 სექტემბერი 1962(1962-09-07)[1] [2] (57 წლის)
დაბადების ადგილი ჩიკაგო[3]
საქმიანობა მწერალი და რომანისტი
ენა ინგლისური ენა[4]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი კემბრიჯის უნივერსიტეტი, პენსილვანიის უნივერსიტეტი და სენტ-ჯონის კოლეჯი
Magnum opus A Visit from the Goon Squad
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია, National Endowment for the Arts Fellowship და პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის
საიტი jenniferegan.com

ჯენიფერ ეგანი (ინგლ. Jennifer Egan) (დ. 7 სექტემბერი, 1962) — ამერიკელი ნოველისტი და მოთხრობების მწერალი, რომლის ძირითადი ჟანრი იყო მეტაფანტასტიკა. მისმა ერთ-ერთმა ნოველამ — „A Visit from the goon squad“ მიიღო ეროვნული კრიტიკის წიგნის წრის ჯილდო და 2011 წლის პულიცერის პრემია მხატვრული ლიტერატურაში. 2018 წლის 28 თებერვლიდან არის PEN America-ს პრეზიდენტი. ეგანი ცხოვრობს ბრუკლინში, კლინტონ ჰილში, თავის ქმართან და ორ შვილთან ერთად. [5][6]

ბიოგრაფია და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგანი LiteratureXchange-ის ფესტივალზე 2019 წელს აარჰუსში (დანია)

ჯენიფერ ეგანი დაიბადა ჩიკაგოში და გაიზარდა სან ფრანცისკოში. იგი ირლანდიელების მეოთხე თაობას წარმოადგენდა.

ლოუელის სკოლის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც მთავარ სპეციალობად აირჩია ინგლისური ლიტერატურა. სწავლის წლებში, ეგანი ხვდებოდა სტივ ჯობსს, რომელმაც დაუყენა მაკინტოშის კომპიუტერი საძინებელ ოთახში. [7]

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ეგანმა 2 წელი გაატარა წმინდა ჯონის კოლეჯში, კემბრიჯში, თოურონის ჯილდოდან მიღებული დაფინანსებით. ამ კოლეჯში სწავლის შემდეგ მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. [8][9]

1987 წელს ჩავიდა ნიუ-იორკში და მუშაობდა უამრავ ადგილას, მაგალითად მიმტანად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. პარალელურად სწავლობდა ნაწარმოებების წერას. მცირე ზომის მხატვრული ნაწარმოებები გამოაქვეყნა ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა: „The New Yorker“, „Harper’s“, „Zoetrope: All-story“ და „Ploughshares“. განსაკუთრებით ხშირად აქვეყნებდა „The New Yorker“-ის ჟურნალში.

ეგანის პირველი ნოველა, „უჩინარი ცირკი“ (The Invisible Circus), გამოვიდა 1995 წელს. 2001 წელს შეიქმნა ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია იგივე სახელწოდებით. ეს ნოველა ავტორმა დაწერა ინგლისში სწავლის და ევროპაში მოგზაურობის შემდეგ. ევროპულ ვოიაჟს უკავშირდება ასევე მისი ისტორიების კრებული „ზურმუხტის ქალაქი.[10]

მან გამოაქვეყნა მოთხრობების მცირე კოლექცია, რომელიც მოიცავდა 4 ნოველას. მათგან ერთ-ერთი — „Look at me2001 წელს ეროვნული წიგნების ჯილდოს ფინალისტი იყო.

შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურის აკადემიკოსმა კრიტიკოსებმა შეისწავლეს ჯენიფერის შემოქმედება არაერთ კონტექსტში. დევიდ კოვარტმა წაიკითხა ეგანის პროექტი „დაქირავებული ბანდის ვიზიტი“, რომელიც მიიჩნეოდა მოდერნისტულ ნაწარმოებად, თუმცა მან მიაკუთვნა პოსტმოდერნიზმის მწერლობას. დაახლოებით იგივე შეფასება მისცა ნამუშევარს ადამ კელიმ.[11][12] ბაოიუ ნიემ ძირითადად ყურადღება გაამახვილა ჯენიფერის მკითხველის მიზიდვის ხერხებზე. იგი ამბობს:

ვიკიციტატა
„ეგანი მკითხველის გულს იპყრობს მეორე პირში წერით, როგორც ეს მოახერხა ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებში ტვიტერის შესახებ.“

მარტინ პოლის აზრით, ეგანის ნოველების ჟანრად ასახელებს მეტაფანტასტიკას. აგრეთვე ამბობს, უნივერსიტეტებს მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია. [13]

2013 წელს, ბირბეკში, ლონდონის უნივერსიტეტში გაიმართა პირველი აკადემიური კონფერენცია, სახელწოდებით: „უჩინარი ცირკი: ჯენიფერ ეგანის ნამუშევრების საერთაშორისო განხილვა“. [14]

The New York Times“- მიხედვით:

ვიკიციტატა
„ნოველისტ ჯენიფერ ეგანის რომელიმე კონკრეტული ჟანრისთვის მიკუთვნება რთულია; მისი შემოქმედება ჰგავს 1960-იანი წლების მეტაფანტასტიკოსებსა და შედარებით ახალგაზრდა მწერლებს, როგორებიც არიან უილიამ ვოლმანი და დევიდ ფოსტერი. [15]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგანმა მიიღო ტოურონის ჯილდო და გახდა ხელოვნების ეროვნული სტიპენდიის მფლობელი, ხოლო 1996 გუგენჰაიმის სტიპენდიის ლაურეატი. 2002 წელს მან დაწერა რეალობაზე დაფუძნებული ნაწარმოები უსახლკარო ბავშვებზე, რომელმაც მიიღო კაროლ კოვალის ჟურნალიზმის ჯილდო. 2004–2005 წლებში იყო დოროთი და ლუის კულმანების ცენტრის თანამშრომელი. ეს ცენტრი მდებარეობდა ნიუ-იორკის ბიბლიოთეკაში და იღებდა მკვლევრებსა და მწერლებს. მისმა 2008 წლის მოთხრობამ ბიპოლარულ ბავშვებზე, მოიგო გამორჩეული მედიის ჯილდო მენტალური დაავადების ეროვნული ალიანსისგან. 2011 წელს იგი გახდა PEN/Faulkner-ის კონკურსის ფინალისტი მხატვრული ლიტერატურის დარგში. ამავე წელს ეგანმა მოიგო წიგნების ეროვნული კრიტიკის წრის ჯილდო ფანტასტიკის ჟანრში და პულიცერის პრემია ნაწარმოებისთვის — „დაქირავებული ბანდის ვიზიტი“. [16]

2018 წელს ეგანმა მიიღო ენდრიუ კარნეგის ჯილდო ნოველისთვის „მანჰეტენის სანაპირო“. ნოველა აგრეთვე გახდა 2017 წლის წიგნის ეროვნული დაჯილდოების ნომინანტი. [17]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Munzinger-Archiv — 1913.
  3. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #114419833 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Current Board of Trustees (2018-2019) (2016-09-20). ციტირების თარიღი: March 28, 2018.
  6. Cooke, Rachel. (September 24, 2017) Jennifer Egan: 'I was never a hot, young writer. But then I had a quantum leap' en. ციტირების თარიღი: April 25, 2018
  7. Schuessler, Jennifer. “Inside the List“, November 3, 2010. ციტირების თარიღი: October 3, 2012. 
  8. Mitchell, Margaret (2009), Hamilton, Geoff; Jones, Brian, რედრედ., Encyclopedia of Contemporary Writers and Their Work, Infobase Publishing, сс. 108–110, ISBN 978-0-8160-7578-2
  9. Whiteman, Sean (July–August 2011). "Surprises Are Always The Best". The Pennsylvania Gazette 109 (6). http://www.upenn.edu/gazette/0711/feature2_1.html.
  10. Amazon.com: Jennifer Egan: Books, Biography, Blog, Audiobooks, Kindle. ციტირების თარიღი: April 25, 2018
  11. Cowart, David (May 27, 2015). "Thirteen Ways of Looking: Jennifer Egan's A Visit from the Goon Squad". Critique: Studies in Contemporary Fiction 56 (3): 252 in 241–254. . ISSN 0011-1619.
  12. Kelly, Adam (September 21, 2011). "Beginning with Postmodernism" (en). Twentieth-Century Literature 57 (3–4): 391–422. . ISSN 0041-462X.
  13. Eve, Martin Paul (2015). ""Structural Dissatisfaction": Academics on Safari in the Novels of Jennifer Egan" (en). Open Library of Humanities 1 (1). .
  14. Invisible Circus: An International Conference on the work of Jennifer Egan — Department of English and Humanities, Birkbeck, University of London. ციტირების თარიღი: January 2, 2016.
  15. Madison Smartt Bell. “Into the Labyrinth“, The New York Times Book Review, July 30, 2006. 
  16. Jennifer Egan – Novelist and Journalist en-US. ციტირების თარიღი: April 25, 2018
  17. Discussion of "A Visit from the Goon Squad" in relation to her work as a whole: Retrieved 20 April 2011.