ჯეი ბარუჩელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეი ბარუჩელი (2014)

ჯეი ბარუჩელი (ინგ. Jay Baruchel. დაიბადა 1982 წლის 9 აპრილს) არის კანადელი მსახიობი, რეჟისორი, კომიკოსი და სცენარისტი. იგი ცნობილია თავისი ხმოვანი როლით, ფილმში "How to Train Your Dragon". ასევე იგი ცნობილია კომედიური როლებით ფილმებში: "Knocked Up", „ტროპიკული ქარიშხალი“, "The Trotsky", "Fanboys", "She's Out of My League", "Goon", "This Is the End", "The Sorcerer's Apprentice". მას ჰქონდა მთავარი როლები FXX -ის კომედიურ სატელევიზიო სერიალებში "Man Seeking Woman" და "Undeclared".

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეი ბარუშელი დაიბადა 1982 წლის 9 აპრილს, ოტავაში, ონტარიოში. მისი უმცროსი და ტეილორ ბარუშელი ასევე მსახიობია, რომელიც ცნობილია ფილმებში და სერიალებში მეორეხარისხოვანი როლების შესრულებით.

ჯეი ბარუშელი გაიზარდა მონრეალის უბანში, სახელწოდებით Notre-Dame-de-Grâce. მან მსახიობობა შეისწავლა ‘Fine Arts Core Education -ის სკოლაში.

მისი პირველი დებიუტი შედგა 1995 წელს, ცნობილ შოუში "Are You Afraid of the Dark"?

მან ასევე მიიღო როლი სერიალში, სახელწოდებით - "My Hometown" (1996). ამის შემდეგ, 1997 წლიდან 1998 წლამდე ის ელიშა კუთბერტთან ერთად მონაწილეობდა სატელევიზიო შოუში "Popular Mechanics for Kids".

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეი ბარუშელი ბევრ მსახიობს ხვდებოდა. 2010 წლიდან 2013 წლამდე ის ხვდებოდა მსახიობ ალისონ პილს. ისინი, ასევე, იყვნენ დანიშნულები, მაგრამ სამწუხაროდ ისინი დაშორდნენ 2013 წლის თებერვალში. ამის შემდეგ მას ურთიერთობა ჰქონდა რებეკა-ჯო დუნჰემთან და 2018 წლის მაისში ისინი დაინიშნენ.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეი ბარუშელმა თავისი კარიერა დაიწყო საქებარი წარმოდგენებით, რამაც მრავალი რეჟისორის ყურადღება მიიპყრო.

2001 წელს მან მიიღო მთავარი როლი "FOX" - ის კომედიურ სერიალში - "Undeclared" (2001-2002). იგი მონაწილეობდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან სეთ როგენი, მონიკა კიენა და ჩარლი ჰუნამი. 2002 წელს მან მიიღო როლი ფილმში "The Rules of Attraction".

ჯეის პოპულარობა ამერიკულ კინოინდუსტრიაში გაიზარდა, მას შემდეგ რაც ჯეიმ მეორეხარისხოვანი როლი მიიღო 2004 წელს, ცნობილ კლინტ ისტვუდის ფილმში - "Million Dollar Baby". მან ამ ფილმში მოკრივეს როლის შეასრულა.

2005 წლიდან 2006 წლამდე ჯეი მონაწილეობდა დრამატული სერიალში - "Just Legal". ამ პერიოდში მან ასევე მიიღო განმეორებადი როლი 'Numb3rs' - ში.

2007 წელს, მან მნიშვნელოვანი როლი მიიღო ჯად აპატოუს კომედიურ ფილმში - 'Knocked Up'. ფილმში მან ითამაშა რამდენიმე ცნობილ მსახიობთან ერთად, როგორიცაა სეთ როგენი, კეტრინ ჰეიგლი, პოლ რუდი, ჯეისონ სეგელი და ჯონა ჰილი. ამ დიდ წარმატებას მოჰყვა მრავალფეროვანი მეორეხარისხოვანი როლები ჰიტ ფილმებში. მაგალითად, ბენ სტილერის ფილმში - "Tropic Thunder" (2008).

2008 წელს ჯეიმ ითამაშა პიტერ სოლეტის რომანტიკული კომედიური ფილმში - "Nick & Norah's Infinite Playlist".

მან მიიღო მთავარი როლი რომანტიკულ კომედიურ ფილმში "She's Out of My League", რომელიც გამოვიდა 2010 წელს.

იმავე წელს (2010) ჯეი ბარუშელმა მიიღო ხმოვანი როლი ჰიტ ანიმაციურ ფილმში - "How to Train Your Dragon". იგი გლობალურად უყვარდა ყველა ასაკის მაყურებელს. მან მრავალი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის "Annie Award" საუკეთესო ხმოვანი შესრულებისთვის. ამის გარდა, მან გაახმოვანა "How to Train Your Dragon" -ს გაგრძელებებები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://www.thefamouspeople.com/profiles/jay-baruchel-12573.php

https://wikiblog.org/jay-baruchel/#David_Thewlis

https://www.imdb.com/name/nm0059431/bio?ref_=nm_ov_bio_sm

https://biog.com/biography/jay-baruchel