ჯადოქრის მოწაფე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯადოქრის მოწაფე
The Spook's Apprentice
ავტორი ჯოსეფ დილეინი
ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
ენა ინგლისური
ჟანრი

ფენტეზი

შავი ფენტეზი
გამოცემის თარიღი 2004 წელი
მომდევნო ჯადოქრის წყევლა
ISBN 0099456451

ჯადოქრის მოწაფე (ინგლ. The Spook's Apprentice) — მწერალ ჯოზეფ დილეინის წიგნი, რომელიც გამოიცა 2004 წელს. ამ რომანმა სათავე დაუდო „The Wardstone Chronicles“ წიგნების სერიას. მოცემული წიგნის მოტივებით 2014 წელს გადაიღეს ფილმი „მეშვიდე შვილი[1].

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნი მოგვითხრობს ტომას უორდის შესახებ. თავისი თანატოლების მსგავსად ტომასი ჩვეულებრივი მოზარდი ბიჭი არ არის. ის არის მეშვიდე შვილის მეშვიდე შვილი და სწორედ ეს აძლევს მას საშუალებას ისწავლოს ბრძოლა ბნელი ძალების წინააღმდეგ და გახდეს ჯადოქარი. ყველაზე უსიამოვნო ამაში ის არის, რომ მართლია, ხალხში, ჯოდოქრებს პატივს სცემენ, თუმცა ყოველთვის ცდილობენ თავი აარიდონ მათ. ჯადოქარი განწირულია მარტოობისთვის. მაგრამ აუცილებელია, რომ ვინმემ დაიცვას დედამიწა ავი სულებისგან.

ტომას უორდი ცხოვრობს პატარა სოფელში, ლანკაშირის საგრაფოში. ვინაიდან რადგან მას აკისრია ასეთი რთული მისია, მშობლები მას აგზავნიან ჯადოქარ ჯონ გრეგორისთან სასწავლებლად. ჯადოქრის სხვა მოწაფეებმა ვერ დაასრულეს სწავლა, იმიტომ, რომ ბევრი მათგანი იყო მშიშარა, ურჩი, ზოგი კი მოკვდა. ჯადოქარი აძლევს ტომასს გარკვეულ დავალებებს, რომელიც მან უნდა შეასრულოს. თუ ის ვერ გაართმევს მათ თავს, ის მოკვდება, როგორც სხვები. ტომას უორდი დანებებას არ აპირებს. თავისი პირველი გამოცდის გადალახვის შემდეგ იწყება მისი თავგადასავლები და ბრძოლა სიცოცხლისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Seventh Son (2014) - IMDB კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა