შინაარსზე გადასვლა

ჯეიმზ ჰოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰოლი.
ჯეიმზ ჰოლი
ინგლ. James Hall
დაბ. თარიღი 12 სექტემბერი, 1811(1811-09-12)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ჰინგემი[6]
გარდ. თარიღი 7 აგვისტო, 1898(1898-08-07)[1] [2] [3] [4] [5] (86 წლის)
გარდ. ადგილი ბეთლეჰემი[6]
დასაფლავებულია ოლბანის სასოფლო სასაფლაო[7]
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა პალეონტოლოგი, გეოლოგი, ზოოლოგი და ბოტანიკოსი
მუშაობის ადგილი რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ალმა-მატერი რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და ამჰერსტის კოლეჯი
მეუღლე სარა ეიკინ ჰოლი
ნათესავ(ებ)ი მ. ე. ბრუკსი[8]
ჯილდოები ჰეიდენის მემორიალური გეოლოგიური პრემია და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
ხელმოწერა

ჯეიმზ ჰოლი (ინგლ. James Hall; დ. 12 სექტემბერი, 1811, ჰინგემი, მასაჩუსეტსის შტატი — გ. 7 აგვისტო, 1898, ბეთლიჰემი, ნიუ-ჰემფშირის შტატი) — ამერიკელი გეოლოგი და პალეონტოლოგი.

1832 წელს დაამთავრა ქალაქ ტროის (ნიუ-იორკის შტატი) პოლიტექნიკური სკოლა. 1843 წლიდან ხელმძღვანელობდა ნიუ-იორკის შტატის გეოლოგიურ სამსახურს.

იკვლევდა ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის გეოლოგიურ აგებულებასა და პალეოზოური ერის ფაუნას. 1859 წელს პირველმა გამოთქვა აზრი, რომ ნაოჭა მთები დაკავშირებულია იმ რეგიონებთან, რომლებმაც გეოლოგიურ წარსულში განიცადეს ხანგრძლივი დაძირვა და სადაც ამავე დროს წარმოიქმნებოდა ნალექების სქელი წყებები. შემდგომ ჰოლის ეს დებულება დაედო საფუძვლად გეოსინკლკინების თეორიას. ავტორია აშშ-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილის სილურული და დევონური პერიოდების სტრატიგრაფიული სქემისა.

ჰოლი იყო პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი საპატიო წევრი (1895).

  • Paleontology of New York, v. 1—8, Albany — N. Y., 1847—1894.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. 5.0 5.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  6. 6.0 6.1 Холл Джеймс (амер. геолог) // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  7. Find a Grave — 1996.
  8. The Stuttgart Database of Scientific Illustrators 1450–1950