ჯეილენ ბრაუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯეილენ ბრაუნი

ბრაუნი სელტიკსთან ერთად 2017 წელს
№ 7 – ბოსტონ სელტიკსი
მსუბუქი ფორვარდი/მსროლელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 24 ოქტომბერი, 1996 (1996-10-24) (24 წლის)
მარიეტა, ჯორჯია
ეროვნება ამერიკელი
უმაღლესი სკოლა Wheeler (მარიეტა, ჯორჯია)
სიმაღლე 2.01 სმ სმ
წონა 100 კგ კგ
კარიერა
კოლეჯი California (2015–2016)
NBA-ის დრაფტი 2016 / რაუნდი: 1 / არჩევა: მესამე
არჩეული ბოსტონ სელტიკსი
პროფესიონალური კარიერა 2016–დღემდე
კარიერის ისტორია
2016–დღემდე ბოსტონ სელტიკსი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები
სტატისტიკა NBA.com-ზე

ჯეილენ მარსელეს ბრაუნი (ინგლ. Jaylen Brown; დ. 24 ოქტომბერი, 1996, მარიეტა, ჯორჯია) — ამერიკელი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდის, ბოსტონ სელტიკსის პროფესიონალი კალათბურთელი. ბრაუნი ერთო სეზონის განმავლობაში თამაშობდა კოლეჯის კალათბურთს გუნდ „კალიფორნია ოქროს დათვებთან“ ერთად. 2016 წლის NBA-ის დრაფტზე იგი ბოსტონ სელტიკსმა პირველი რაუნდის მესამე პიკად აირჩია.

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსტონ სელტიკსი (2016-დღემდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სადებიუტო სეზონი (2016-17)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 23 ივნისს NBA-ის დრაფტზე ბოსტონ სელტიკსმა ჯეილენ ბრაუნი პირველი რუნდის მესამე პიკად აირჩია.[1] ზაფხულის ლიგის ექვს თამაშში ბრაუნი საშუალოდ აგროვებდა 16.0 ქულას, 6.2 მოხსნას და 2.3 ჩაჭრას. 27 ივლისს ბოსტონ სელტიკსთან გააფორმა პირველი კონტრაქტი.[2] ბრაუნის სადებიუტო შეხვედრა შედგა 27 ოქტომბრს სადაც 19 წუთში 9 ქულა (3/4) და 2 ბლოკი დააგროვა.[3] სასტარტო ხუთეულში პირველად 3 ნოემბერს, კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოხვდა; აღნიშნულ მატში მან 19 ქულა დააგროვა ხოლო ბოსტონი ანგარიშით 122-128 დამარცხდა.[4] 2017 წლის 27 იანვარს, ორლანდო მეჯიკთან მოგებულ მატჩში (128-98) დააფიქსირა კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი — 20 ქულა.[5] ბრაუნი სელტიკსს აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილის დაკავებაში დაეხმარა. რეგულარულ სეზონში მან 70 თამაშში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 20-ში სასტარტო ხუთეულში მოხვდა. იგი მოედანზე საშუალოდ 17.2 წუთს ატარებდა რა დროშიც 6.6 ქულას, 2.8 მოხსნასა და 0.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.[6] სეზონის ბოლოს დასახელდა NBA-ის ყველა ახალბედის მეორე გუნდის წევრად.[7]

კარიერული სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდა
  GP ნათამაშები თამაშები   GS  სასტარტოში იყო  MPG  დრო თითოეულ თამაშში (წუთებში)
 FG%  სროლის პროცენტი  3P%  3-ქულიანების სროლის პროცენტი  FT%  საჯარიმო სროლის პროცენტი
 RPG  მოხსნა თითოეულ თამაშში  APG  შედეგიანი გადაცემა თითოეულ თამაშში  SPG  ჩაჭრა თიოეულ თამაშში
 BPG  ბლოკი თითოეულ თამაშში  PPG  ქულა შითოეულ თამაშში  Bold  კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი

NBA[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგულარული სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2016–17 ბოსტონი 78 20 17.2 .454 .341 .685 2.8 .8 .4 .2 6.6
2017-18 ბოსტონი 70 70 30.7 .465 .395 .644 4.9 1.6 1.0 0.4 14.5
2018-19 ბოსტონი 74 25 25.9 .465 .344 .658 4.2 1.4 .9 .4 13.0
კარიაერის მანძილზე 222 115 24.4 .462 .365 .658 4.0 1.3 .8 .3 11.2


Playoffs[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2016–17 ბოსტონი 17 0 12.6 .479 .217 .667 2.1 .8 .4 .1 5.0
2017-18 ბოსტონი 18 15 32.4 .466 .393 .640 4.8 1.4 0.8 0.6 18.0
2018-19 ბოსტონი 9 9 30.4 .506 .350 .767 5.8 1.1 .7 .2 13.9
კარიაერის მანძილზე 44 24 24.4 .476 .360 .684 4.0 1.1 .6 .3 12.1

კოლეჯი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2015–16 კალიფორნია 34 34 27.6 .431 .294 .654 5.4 2.0 .8 .6 14.6

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაუნი ვეგეტარიანელია. მისი ინტერესები მოიცავს ესპანური ენის, ისტორიის, მედიცინისა და ფილოსოფიის შესწავლას. აგრეთვე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ხშირად მას აღწერენ როგორც არაჩვეულებრის ათლეტს, რომელსაც კალათბურთის მიღმა მრავალი ამბიცია გააჩნია.[8]

ბრაუნის მამა, ქუენტონ მ. ბრაუნი არის პროფესიონალი მოკრივე რომელიც 2016 წელს გახდა WBU მსოფლიო ჩემპიონი, 2015 წელს — WBU C.A.M. მძიმეწონოსანთა ჩემპიონი.[9]

ბრაუნს აქვს YouTube არხი სადაც მან რამდენჯერმე გამოაქვეყნა დოკუმენტური სტილის ვიდეო, რომელიც ასახავს მის ცხოვრებას სეზონისა და მის შემდგომ პერიოდიში; პირველი ეპიზოდი, FCHWPO: Pawn to E4, გამოქვეყნდა 2017 წლის 31 იანვარს.[10] ვიდეოს სათაური მიგვითითებს მისი ჭადრაკისადმი სიყვარულზე. FCHWPO აგრეთვე არის მისი Twitter-ისა და Instagram-ის სათაური.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Washburn, Gary. (June 23, 2016) Celtics formed a bond with Jaylen Brown. BostonGlobe.com. ციტირების თარიღი: June 27, 2016.
  2. Celtics Sign Five Players. NBA.com (July 27, 2016). ციტირების თარიღი: July 27, 2016.
  3. Thomas scores 25, Celtics fight off Nets 122-117. ESPN.com (October 26, 2016). ციტირების თარიღი: October 27, 2016.
  4. Cavaliers stay unbeaten with 128-122 win over Celtics. ESPN.com (November 3, 2016). ციტირების თარიღი: November 4, 2016.
  5. Thomas scores 21 as Celtics rout Magic 128-98. ESPN.com (January 27, 2017). ციტირების თარიღი: January 27, 2017.
  6. Jakubajtys, Logan. (June 11, 2017) Boston Celtics 2016-17 Player Report Card: Jaylen Brown. chowderandchampions.com. ციტირების თარიღი: June 22, 2017.
  7. Hartwell, Darren. (June 26, 2017) NBA All-Rookie Teams 2017: Celtics' Jaylen Brown Voted To Second Team. NESN.com. ციტირების თარიღი: June 26, 2017.
  8. Letourneau, Connor (March 8, 2016). „Cal’s Jaylen Brown has scholarly ambitions“. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: 12 August 2016.
  9. One-on- One with WBU World Champion Marselles Brown
  10. https://www.youtube.com/watch?v=ULT43_YP-pA
  11. http://www.celticslife.com/2016/06/dont-forget-that-jaylen-brown-said-he.html