ჯაჰიდე სონკუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯაჰიდე სონკუ
მშობლიური სახელი თურქ. Cahide Sonku
დაბადების სახელი თურქ. Cahide Serap
დაბადების თარიღი 27 დეკემბერი, 1919
იემენი
გარდაცვალების თარიღი 18 მარტი, 1981 (61 წლის)
სტამბოლი, თურქეთი

ჯაჰიდე სონკუ (დ. 27 დეკემბერი, 1919, იემენი, ოსმალეთის იმპერია — გ. 18 მარტი, 1981, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი მსახიობი, მოდელი, მწერალი და პირველი ქალი რეჟისორი თურქეთში.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაჰიდე სონკუ, დაბადებით ჯაჰიდე სერაპი, დაიბადა 1919 წლის 27 დეკემბერს, იემენში, ქალაქ ბაბ-ი-საბაში, რომელიც იმ დროს ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, სამხედროების ოჯახში. მისი მამა, კაპიტანი ნეჯათი სამხედრო ოფიცერი, ხოლო ბაბუა — ჩორაფსიზ იბრაჰიმი — ოსმალეთის ჯარში მეშვიდე არმიის მთავარსარდალი იყო, რომელშიც ჯაჰიდეს მამა მსახურობდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისა და ოსმალეთის იმპერიის შესუსტების შემდეგ, ოჯახი საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდა.

ჯაჰიდეს მშობლები მალევე განქორწინდნენ და ის თავის უფროს დასთან და დედასთან ერთად საცხოვრებლად ბაბუის, იბრაგიმის სახლში გადავიდნენ, ფათიჰის რაიონში. ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, სახლი, რომელშიც გოგონა იზრდებოდა დაიწვა, რის შემდეგაც მამამ გადაწყვიტა შვილები საცხოვრებლად მასთან წაეყვანა, თუმცა უფროსი დისგან განსხვავებით ჯაჰიდემ დედასთან დარჩენა არჩია. მან დაწყებითი და საშუალო სკოლა სწორედ ფათიჰში დაამთავრა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაჰიდე პირველ ქორწინებაში იყო მსახიობ ტალატ არტემელთან, რომელთან განქორწინების შემდეგ, 1943 წელს, გაიცნო ბიზნესმენი იჰსან დოკური, რომელიც თამბაქოს მაგნატად იყო წოდებული და მისგან ჰყავდა შვილი ენდერი.

მსახიობის მესამე ოციფიალური ურთიერთობა შედგა არამუსლიმ ბიზმესმენთან, ფარსე გევრეკიანთან, რასაც დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა როგორც ოჯახის ასევე ხალხის მხრიდანაც. ამ ურთიერთობას გამო გადაწყდა ჯაჰიდეს საქალაქო თეატრებიდან გარიცხვა, თუმცა მუჰსინ ერთურულის წინააღმდეგობის შედეგად იგი მუშაობას კვლავ განაგრძობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთში შემოღებულ იქნა კანონი, რომლის თანახმადაც არამუსლიმთა ქონების გადასახადი 87% უნდა ყოფილიყო. სახელმწიფომ ფარსეს უძრავი ქონების კონფისკაცია მოახდინა და თვითონ შრომით ბანაკში გაგზავნა, რის შემდეგაც, გარშემო მყოფების ზეწოლის შედეგად, ჯაჰიდე იძულებული გახდა გევრეკიანთან ურთიერთობა შეეწყვიტა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაჰიდე ხელოვნებას საშუალო სკოლაში სწავლისას ეზიარა. მისი სასცენო კარიერა თექვსმეტი წლის ასაკში დაიწყო და მალევე შევიდა სტამბოლის თეატრის საყვარელ მსახიობთა სიაში. პირველი სატელევიზიო როლი 1933 წელს შეასრულა, ფილმში „Söz Bir Allah Bir“. პოპულარობა მოიპოვებინა ფილმმა „Bataklı Damın Kızı Aysel“ (1935), რომელშიც განასახიერებდა ლამაზ ქალს, რომელმაც მამაკაცს გული გაუტეხა და გაიქცა. 1950 წელს მან საკუთარი კინოსტუდია გახსნა, რითიც იგი თურქეთის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი რეჟისორი. სტუდიის დაარსებიდან ცამეტი წლის შემდეგ, მის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი, რის გამოც იგი გაკოტრდა. ამის შემდეგ მუჰსინ ერთურულის დახმარებით მუშაობდა საქალაქო თეატრში. ცხოვრების ბოლო წლებში ებრძოდა ალკოჰოლიზმს.

1979 წელს მან მიიღო ჯილდო კინომწერალთა ასოციაციის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. იგი გარდაიცვალა 1981 წლის 18 მარტს, სტამბოლში. დასაფლავებულია ზინჯირლიკუიუს სასაფლაოზე. ყოველწლიურად მისი სახელის უკვდავსაყოფად გაიცემა ჯილდო „Golden Orange Cahide Sonku“.

2021 წელს Netflix-მა დაიწყო მუშობა ჯაჰიდეს ცხოვრების ადაპტაციაზე სერიალისთვის.[2]

ჯაჰიდე სონკუს საფლავი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Özgüç, Agah; Özgüç, Yüksel (2007). Cahide Sonku, Pecete Kağıdındaki Anılar. PMP Basım Yayın. s. 83.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]