ჯამნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯამნა, ჯუმნა, იამუნა — მდინარე ინდოეთში, მდინარე განგის უგრძესი და წყალუხვი შენაკადი. სიგრძე 1384 კმ. აუზის ფართობი 351 ათასი კვ.კმ. სათავე აქვს ზასკარის ქედის (ცენტრალური ჰიმალაი) სამხრეთ კალთებზე. ზემოთში მიედინება ღრმა ხეობაში, შუაწელსა და ქვემოთში - ინდ-განგის დაბლობზე იტოტება. გაზაფხულზე, მუსონური წვიმების გამო, იცის წყალმოვარდნები. დანარჩენ დროს შედარებით წყალმცირეა. სანაოსნოა ქალაქ დელის ქვემოთ. იყენებენ სარწყავად. ჯამნას ნაპირებზეა ქალაქები: დელი, აგრა, ილაჰაბადი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]