ჯალალ კარიაღდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯალალ კარიაღდი
დაიბადა 15 ივლისი, 1915
დაბადების ადგილი შუშა, ირავანის გუბერნია
გარდაიცვალა 1 დეკემბერი, 2001 (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
ეროვნება რუსეთის იმპერია
სსრკ
აზერბაიჯანი
სფერო მხატვარი და მოქანდაკე
მომზადება თბილისის სამხატვრო აკადემია
ჟანრი პორტრეტი და ქანდაკება
ცნობილი ნამუშევრები მირზა ალექბერ საბირის ძეგლი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი (სსრკ)
„ღირსების ორდენი“

ჯალალ მაგარამ ოღლი კარიაღდი (აზერ. Cəlal Qaryağdı; დ. 15 ივლისი, 1915, შუშა — გ. 1 დეკემბერი, 2001, ბაქო) — აზერბაიჯანელი მოქანდაკე, აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო მხატვარი (1960).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯალალ კარიაღდი დაიბადა 1915 წელს ქალაქ შუშაში. დაამთავრა აზერბაიჯანის სამხატვრო ტექნიკუმი (1928–1932) და თბილისის სამხატვრო აკადემია (1932–1935). დიდი სამამულო ომის დროს გამოდიოდა გაზეთებში პოლიტიკური კარიკატურებით, ომის შემდეგ მუშაობდა ადამიანების მხატვრულ სახეებზე. სხვადასხვა სკულპტურული ჟანრის ნაწარმოებების ავტორია. ძირითადი ადგილი მის შემოქმედებაში ეკუთვნის მონუმენტალურ-დეკორატიული ხასიათის ქანდაკებას. მისი ნაწარმოებებისთვის დამახასიათებელია ლაკონიზმი და ნაციონალური კოლორიტი.

1954 წელს მას მიენიჭა აზერბაიჯანის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ხოლო 1960 წელს — სახალხო მხატვრის საპატიო წოდება. ჯალალ კარიაღდი დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და ღირსების ორდენებით, აგრეთვე სხვადასხვა სახის მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Дж. Г. Новрузова. Монументальная скульптура Советского Азербайджана, Баку, 1960.
  • Большая Художественная Энциклопедия, Москва, 2008.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]