ჯალაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯალაბი (არაბულ-სპარსული) — ოჯახი, შინაურობა, საკუთრივ ცოლი ან მთლიანად დედაწული (ცოლ-შვილი) და საერთოდ სახლეულნი (ოჯახის წევრები), აგრეთვე მომსახურენი, „ყოველივე ერთბამად შემოკრებული“ თუ ერთად მყოფი ხალხი ძველ საქართველოში. იხსენიება, კერძოდ, ვახტანგ VI-ის სამართალში (ოჯახის გაყრასა და სახლ-კარის დაწვასთან დაკავშირებით), „ვეფხისტყაოსანში“, „ვისრამიანში“, „ახალი ქართლის ცხოვრებასა“ და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში. „გარიგება ჴელმწიფის კარისა“ განსაზღვრავს „ჯალაბის გაყრის“ წესს (დარბაზიდან ჯალაბის გასვლა სავაზიროს სხდომის დაწყების წინ). „ჯალაბში მიხდომისა და თავდასხმისათვის“ (ჯალაბის, „დედაწულთა აფუნჩხვა“ ანუ აფორიაქება-შერცხვენა) „სისხლის“, საუპატიოს გადახდევინება იყო დაწესებული. არსებობდა მოჯალაბე გლეხთა კატეგორია (დასავლეთ საქართველოში).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]