შინაარსზე გადასვლა

ჯაიავარმან VII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯაიავარმან VIIკამბუჯადეშის მეფე 1181-1218 წლებში. მისი გამგებლობის დროს ქვეყანამ უდიდეს ძლიერებას მიაღწია. ანგკორის მონარქიამ თავისი ძალაუფლება გაავრცელა ჩრდილოეთით ვიენტიანამდე, აღმოსავლეთით - აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვამდე, სამხრეთით - მალაკის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილამდე. დასავლეთით - ბირმამდე. ჯაიავარმან VII-ის დროს მიმდინარეობდა თავისი მასშტაბებით არნახული ტაძრების მშენებლობა (ანგკორ-თომი).