ჯაბრაილის მაზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რუკა

ჯაბრაილის მაზრა (რუს. Джебраильский уезд) — იყო რუსეთის იმპერიის ელიზავეტპოლის გუბერნიის ერთ-ერთი მაზრა (ადმინისტრაციული ერთეული) რომელიც მდებარეობდა კავკასიაში, რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი 1868 წლიდან 1921 წლამდე იყო ჯაბრაილი, სანამ იგი ოფიციალურად არ გააუქმა საბჭოთა ხელისუფლებამ.[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაბრაილის მაზრას დასავლეთის მხრიდან ზანგეზურის უეზდი ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთიდან ბაქოს გუბერნია, ხოლო სამხრეთიდან კი სპარსეთის იმპერია. უეზდის მთლიანი ტერიტორია იყო 2 922,6 კვადრატული ვერსი. რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი ძირითადათ მთიანი რელიეფისგან შედგებოდა. ჩვეულებრივ, პირუტყვებისთვის საძოვრად უფრო მაღალ რეგიონებს იყენებდნენ. მთლიანი უეზდის ტერიტორია მდებარეობდა მდინარე არაქსის აუზში. რეგიონში მდინარე არაქსის შენაკადებს იყენებდნენ მიწების სარწყავად.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უეიზდის ტერიტორია ყარაბაღის სახანოს შემადგენლობაში შედიოდა 1813 წლამდე, გულისტანის საზავო ხელშეკრულების თანახმად, რეგიონი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში უნდა გადასულიყო, როგორც ყარაბაღის პროვინცია. 1840 წელს პროვინცია გადაიქცა შუშის უეზდად, ხოლო 1868 წელს, როდესაც შეიქმნა ელიზავეტპოლის გუბერნია, შუშის უეზდის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი დაარსდა, როგორც ცალკე ჯაბრაილის მაზრა. [2] უეეზდის ცენტრი ქალაქი ჯაბრაილი სპარსეთის იმპერიის საზღვართან საბაჟო ოფისად გამოიყენებოდა.[2] რეგიონში საბჭოთა კავშირის დამყარების შემდეგ იგი ჯაბრაილის რაიონის დედაქალაქი იყო, რომელიც 1993 წლის აგვისტოში დაიკავეს სომეხმა შეიარაღებულმა ძალებმა. 1905 წელს ჯაბრაილის უეზდს გადაარქვეს სახელი და უწოდეს ყარაბულაყის მაზრა , რომლის ადმინისტრაციული ცენტრი ყარაბულაყში მდებარეობდა. ჯაბრაილის უეზდი ამავე სტატუსით დარჩა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში, 1920 წლამდე. [3] აზერბაიჯანზე საბჭოთა მმართველობის დამყარების შემდეგ, ყარაბულაყი დაარქვეს სარდარს,[4] საბოოლოოდ კი ეწოდა ფუზული 1959 წელს, რომელიც წარმოადგენდა ფუზულის რაიონის დედაქალაქს, რომელიც ამჟამად დაკავებულია სომხური შეიარაღებული ძალების მიერ.[5]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1897 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, უეზდის საერთო მოსახლეობა 66 360 ადამიანს შეადგენდა, აქედან 49 189 იყო აზერბაიჯანელი თურქი, 15 746 იყო სომეხი, 398 ქურთი, 893 რუსი და სხვა უმცირესობების წარმომადგენლები..[6] 1926 წლიდან საბჭოთა კავშირის მიერ ჩატარებული აღწერის მონაცემებით, მოსახლეობა რეგიონში გაზრდილი იყო 75 371-მდე, რომელთაგანაც 71 725 იყო აზერბაიჯანელი თურქი, 625 - სომხები, 1 089 - რუსი, ხოლო 520 კი სპარსელი. [4] ჯაბრაილის მაზრის შემადგენლობაში შედიოდა სულ 178 დასახლება. მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით და მებაღეობით იყო დაკავებული. 1891 წლის სტატისტიკური მონაცემებით, აქ იყო 37 000 მსხვილფეხა და 108 000 წვრილფეხა პირუტყვი.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Число фабрик и заводов в 1890 г. было 130, рабочих 304, сумма производства — 26820 р.
  • Карягино // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Массальский В. И. Джебраиль // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]