ივანე ჯაბადარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯაბადარი, ივანე)
Jump to navigation Jump to search
Djabadari Ivan.jpg

ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარი (დ. 28 დეკემბერი [ძვ. სტ. 16 დეკემბერი], 1852, საგარეჯო — გ. 8 მაისი [ძვ. სტ. 25 აპრილი], 1913, თბილისი) — ქართველი რევოლუციონერ-ხალხოსანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1872–1873 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში. 1874 წელს საზღვარგარეთ (ჟენევა, პარიზი) გაემგზავრა. გატაცებული იყო მიხეილ ბაკუნინის იდეებით. მალე რუსეთში დაბრუნდა და პროპაგანდას ეწეოდა მოსკოვში მყოფმუშათა შორის. იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი „სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციონერთა ორგანიზაციისა“ და მისი წესდების ავტორი. 1875 წლის აპრილში დააპატიმრეს და ე. წ. „ორმოცდაათის პროცესის“ მონაწილეებთან ერთად 5 წლით კატორღა მიუსაჯეს. 1887 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. 1889 წელს პეტერბურგში ჟურნალში — „სევერნი ვესტნიკი“ - „ნ. დ-ს“ ფსევდონიმით დაბეჭდა წერილი, რომელშიც ფალსიფიცირებული იყო საქართველოს მრავალსაუკონოვანი ისტორია, ლიტერატურა და კულტურა. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილმა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა მეთაურობით გამოააშკარავა ჯაბადარის ნიჰილიზმი და მისი წერილის სრული უსაფუძვლობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შველიძე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში., თბ., 1960