ივანე ჯაბადარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Djabadari Ivan.jpg

ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარი (დ. 28 დეკემბერი [ძვ. სტ. 16 დეკემბერი], 1852, საგარეჯო — გ. 8 მაისი [ძვ. სტ. 25 აპრილი], 1913, თბილისი) — ქართველი რევოლუციონერ-ხალხოსანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1872–1873 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში. 1874 წელს საზღვარგარეთ (ჟენევა, პარიზი) გაემგზავრა. გატაცებული იყო მიხეილ ბაკუნინის იდეებით. მალე რუსეთში დაბრუნდა და პროპაგანდას ეწეოდა მოსკოვში მყოფ მუშათა შორის. იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი „სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციონერთა ორგანიზაციისა“ და მისი წესდების ავტორი. 1875 წლის აპრილში დააპატიმრეს და ე. წ. „ორმოცდაათის პროცესის“ მონაწილეებთან ერთად 5 წლით კატორღა მიუსაჯეს. 1887 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. 1889 წელს პეტერბურგში ჟურნალში — „სევერნი ვესტნიკი“ - „ნ. დ-ს“ ფსევდონიმით დაბეჭდა წერილი, რომელშიც ფალსიფიცირებული იყო საქართველოს მრავალსაუკონოვანი ისტორია, ლიტერატურა და კულტურა. 1905 წლის მარტში თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაზე მიხეილ მაჩაბელთან და ექიმ გაბაშვილთან ერთად (ქართულ პრესაში ირონიით „სამებად“ მოიხსენიებდნენ) მხარი არ დაუჭირა საქართველოს ავტონომიის მოთხოვნას. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილმა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა მეთაურობით გამოააშკარავა ჯაბადარის ნიჰილიზმი და მისი წერილის სრული უსაფუძვლობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შველიძე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში., თბ., 1960