მიხეილ მაჩაბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაჩაბელი.

მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი (დ. 1858, თბილისი — გ. 1927, თბილისი) — ქართველი აგრონომი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო განათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში და ჩაირიცხა მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში.

სამშობლოში დაბრუნებული აქტიურად მოღვაწეობს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისა და საქართველოს ეთნოგრაფიულ საზოგადოებებში. იგი სისტემატურად აკეთებდა მოხსენებებს, აწყობდა ექსპედიციებს. გამოიკვლია, თიანეთის მაზრის სახელმწიფო გლეხთა ცხოვრების პირობები, აღწერა აქაური მოსახლეობის მიწათსარგებლობის წესი. ნაშრომს თან ერთვის სათანადო მეცნიერული, საცნობარო და ბიბლიოგრაფიული აპარატი, რაც კიდევ უფრო ამაღლებს მის ღიებულებას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 256, თბ., 1994