ხცისის ნაეკლესიარი
იერსახე
ხცისის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიცუპალიტეტის სოფელ ხცისის სამხრეთით 200 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (7X5 მეტრზე), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: სამხრეთისა და დასავლეთის კედლები მთლიანად დანგრეულია, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ნაწილობრივ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვასალია ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 460.