ხუცისხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხუცისხევი — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის ჩრდილოეთით 2-3 კილომეტრზე. ნასოფლარ ჩალაუბანში, მდინარე ხუცისხევის და ბაკურციხისხევის შესართავთან. განეკუთვნება შუა აშელის ხანას. ხუცისხევის სადგომზე ნაპოვნია კაჟისა და ქვიშაქვის ქვედაპალეოლითიური ამორფული და ერთფუძიანი განივი ნუკლეუსი აშელ-კლექტონური ანატკეცები, თითო სწორი და ამოზნექილი სამუშაოპირიანი სახოკი, ორი დაკბილული იარაღი და დანა-სანოკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]