შინაარსზე გადასვლა

ხურშიდ დავრონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხურშიდ დავრონი
უზბეკ. Xurshid Davron
დაბადების თარიღი 20 იანვარი, 1952(1952-01-20) (72 წლის)
დაბადების ადგილი სამარყანდი
საქმიანობა დრამატურგი, პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელი
ენა უზბეკური ენა და რუსული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 უზბეკეთი
ალმა-მატერი უზბეკეთის ეროვნული უნივერსიტეტი
ჯილდოები Order of Friendship
საიტი kh-davron.uz

ხურშიდ დავრონი (უზბეკ. Xurshid Davron; დ. 20 იანვარი, 1952, სამარყანდი) — უზბეკი პოეტი, დრამატურგი, მწერალი, ისტორიკოსი, მთარგმნელი და ტელეჟურნალისტი. უზბეკეთის სახალხო პოეტი (1999.) საერთაშორისო პრემიის „ოქროს კალმის“ მფლობელი. მაჰმუდ კაშგარის სახელობის საერთაშორისო პრემიის მფლობელი.

ხურშიდ დავრონი დაიბადა 1952 წლის 20 იანვარს ქალაქ სამარყანდში. ის არის სუფიზმის, სამარყანდის, თურქესტანის, დიდი თემურის (თემურ ლენგის), თემურიდების ისტორიის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი. მისი წიგნები და ლექსები გამოცემულია აზერბაიჯანულ, პოლონურ, ბულგარულ, რუსულ, ინგლისურ, იაპონურ და მსოფლიოს მრავალ სხვა ენაზე. საერთაშორისო პოეტური ფესტივალების აქტიური მონაწილე პოლონეთში, ბულგარეთში, თურქეთში, საქართველოში, კორეაში და სხვ. აგრეთვე, აზიის მწერალთა კონგრესის მონაწილე (აშშ. ვაშინგტონი. 1996 წ.) და თურქულენოვანი პოეტების პირველი საერთაშორისო კონგრესის მონაწილე (თურქეთი, ბურსა-კონია, მაისი, 1992 წელი).

მან უზბეკურ ენაზე თარგმნა დიდი თურქი პოეტისა და მწერლის ნამიკ ქემალის დრამა „ჯელალ ად-დინ ხორეზმშაჰი“. ავტორია მხატვრულ-დოკუმენტური სერიალის — „თემურნომი“ („თემურიადა“), რომელიც მოგვითხრობს ცნობილ სახელმწიფო მოღვაწესა და მხედართმთავარ თემურ ლენგზე (1996) და სხვ.

ეროვნული პარლამენტის წევრი (2000-2004 წ.წ.)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]