ხუმარა (მთა)
ხუმარა | |
---|---|
კოორდინატები: 41°46′53″ ჩ. გ. 44°21′37″ ა. გ. / 41.781444° ჩ. გ. 44.360500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | კასპის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2080 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
ამგებელი ქანები | თაბაშირიანი თიხა და ქვიშაქვა |
ხუმარა — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედზე, მდინარე კავთურის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2080 მ. აგებულია ეოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. გუმბათისებრია. კალთები, განსაკუთრებით სამხრეთი, დამრეცია. შემოსილია მეორეული სუბალპური მდელოს ბალახეულით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 515.