შინაარსზე გადასვლა

ხუდაფერინის ხიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუდაფერინის ხიდები
აზერ. Xudafərin körpüsü, სპარს. پل خداآفرین, სომხ. Խոդա Աֆարինի կամուրջ
ხუდაფერინის 15 თაღიანი ხიდი 2006 წელს
ხუდაფერინის 15 თაღიანი ხიდი 2006 წელს
კოორდინატები: 39°09′02″ ჩ. გ. 46°56′24″ ა. გ. / 39.1506028° ჩ. გ. 46.9400750° ა. გ. / 39.1506028; 46.9400750
ადგილმდებარეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
გამოყენების სფერო საფეხმავლო
გადებულია მდინარე არაქსი
კონსტრუქციის ტიპი თაღოვანი
მასალა ქვა
თაღების რაოდენობა 11 და 15
გახსნის თარიღი XII—XIII საუკუნეები წ.
ხუდაფერინის ხიდები — აზერბაიჯანი
ხუდაფერინის ხიდები
სურათები ვიკისაწყობში

ხუდაფერინის ხიდები (აზერ. Xudafərin körpüsü, სპარს. پل خداآفرین, სომხ. Խոդա Աֆարինի կամուրջ) — შუა საუკუნეების (დაახლოებით XII—XIII საუკუნეების) ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც კვეთენ მდინარე არაქსს სოფელ კუმლაქსა და ხუდაფერინთან. მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ირანი, ხოლო მარცხენა ნაპირზე მდებარეობს აზერბაიჯანის ჯაბრაილის რაიონი. 2020 წლის 18 ოქტომბრამდე, მარჯვენა ნაპირი მდებარეობდა ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჰადრუთის რაიონში.

ხიდებიდან ერთ-ერთი, 15 თაღიანი, სამუშაო მდგომარეობაშია, ხოლო მეორე 11 თაღიანი დანგრეულია (შემორჩა მხოლოდ სამი შუა თაღი). მიუხედავად იმისა, რომ წერილობითი წყაროები 15 თაღიანი ხიდის მშენებლობას VII საუკუნეს მიუთითებს, მას მაინც XII საუკუნეს მიაკუთვნებენ, რომელიც შემდგომში აღადგინეს და გაარემონტეს. 11 თაღიანი ხიდი სავარაუდოდ XIII საუკუნეში, ჰულაგუიანების ეპოქაში აშენდა.[1]

  1. АСЭ 1987.