ხუან ხოია ბორხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუან ხოია ბორხა

2015 წელს
მშობლიური სახელი Juan Joya Borja
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1956
სევილია, ანდალუსია, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 28 აპრილი, 2021 (65 წლის)
სევილია, ანდალუსია, ესპანეთი
სხვა სახელები „ელ რისიტას“
ეროვნება ესპანელი
მოქალაქეობა ესპანეთის დროშა ესპანეთი
საქმიანობა კომიკოსი, მსახიობი
აქტიური 2000–2021
ცნობილია როგორც კომიკოსი

ხუან ხოია ბორხა (ესპ. Juan Joya Borja; დ. 5 აპრილი, 1956, სევილია28 აპრილი, 2021, იქვე)[1] — ესპანელი კომიკოსი და მსახიობი. საყოველთაოდ ცნობილი გახდა 2015 წლის შემდეგ, როდესაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა 2007 წლის ივნისში ტელეშოუ Ratones coloraos-თან ინტერვიუზე დაფუძნებული მრავალი მიმი.[2] მას მეტსახელით „ელ რისიტას“ (El Risitas) იცნობდნენ. 2007 წლამდე რამდენიმე სატელევიზიო გადაცემაში გამოდიოდა.[3]

იგი 2014 წელს გავრცელებული ვიდეოს წყალობით ინტერნეტსივრცეში უამრავი მიმის წყაროდ იქცა. YouTube-ზე კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძიების ობიექტი გახდა „ესპანელი მოცინარი კაცი“. თავდაპირველად 2007 წელს ატვირთულ ვიდეოში ელ რისიტასი ღამის გასართობ შოუს ესტუმრა და სამზარეულოს დამხმარეს პოზიციაზე ყოფნის თავისი წარუმატებელი გამოცდილების შესახებ მოჰყვა. ისტორიის მიხედვით, ბორხამ პაელათი დასვრილი 20 თეფში ღამით სანაპიროზე დატოვა გასაწმენდად, თუმცა, მომდევნო დილისთვის მოქცევამ ერთის გარდა ყველა წაიღო. გადამდები სიცილის გამო ისტორია საყოველთაოდ ცნობილი გახდა.[4]

2020 წლის სექტემბერში ბორხა სევილიის საავადმყოფოში მოათავსეს, სისხლძარღვების დაავადების გამო ექიმების მიერ ჩაუტარდა ჩარევა და განხორციელდა ფეხის ამპუტაცია.[5] 2021 წლის 28 აპრილს, დილით, ავადმყოფობის დაბრუნების გამო გადაიყვანეს სხვა ჰოსპიტალში. გარდაიცვალა ავადმყოფობის გართულების შედეგად, იმავე დღის მეორე ნახევარში, 65 წლის ასაკში.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sevilla, Diario de (5 აპრილი, 2019). „El Risitas confirma que "los franceses están locos" (con él)“. Diario de Sevilla (ესპანური). ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. Parkinson, Hannah Jane (2015-03-13). „Apple engineer spoof video: is Spanish Laughing Guy the new Downfall?“. The Guardian (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი, 2019. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  3. „Muere Juan Joya, 'El Risitas', que alcanzó la fama con Jesús Quintero“. EL PAÍS (ესპანური). 2021-04-28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი, 2021. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  4. „ესპანელი კომიკოსი, რომლის სიცილიც ინტერნეტში ვირუსულ მიმებად იქცა, გარდაიცვალა“. On.ge. 29 აპრილი, 2021. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. „El Risitas, ingresado en Sevilla tras sufrir la amputación de su pierna“ (ესპანური). 13 სექტემბერი, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აპრილი, 2021. ციტირების თარიღი: 15 September 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archivedate=-ში (დახმარება)
  6. Ybarra Bores, Pedro (2021-04-28). „Muere 'el Risitas' ['ელ რისიტასი' გარდაიცვალა]. ABC Sevilla (ესპანური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი, 2021. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archivedate=-ში (დახმარება)