ხოძის წმინდა გიორგის ეკლესია
იერსახე
ხოძის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოძში. აგებულია XIX-XX საუკუნეებში.
ეკლესია ნაშენია ფლეთილი ქვით. ძეგლი წარმოადგენს მცირე ზომის ოთხკუთხა ნაგებობას, რომლის საკურთხეველი აღმოსავლეთით მინიშნებულია პატარა ნიშითა და თაროთი. კარი გახსნილია დასავლეთით. ეკლესიას გარს ერტყმის მშრალი წყობის მომცრო გალავანი. სავარაუდოა, რომ ეკლესია მოსახლეობამ ააგო ნაეკლესიარზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004