ხოსროს გორა
იერსახე
ხოსროს გორა — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანის აღმოსავლეთით 5 კილომეტრზე. ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ ფერდზე. განეკუთვნება გვიანდელ ბრინჯაო-რკინის ხანას. ნამოსახლარი გამართულია აღმოსავლეთიდან დასავლეთით წაგრძელებული მთის ვიწრო ფერდზე. თხემი მოსწორებულია. ნამოსახლარს გარშემო თავდაცვითი თხრილი შემოსდევს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაისურაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 222.