ხორვატიის ბუნების ისტორიის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხორვატიის ბუნების ისტორიის მუზეუმი
45°49′01″ ჩ. გ. 15°58′20″ ა. გ. / 45.81711500° ჩ. გ. 15.97231389° ა. გ. / 45.81711500; 15.97231389
ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
მდებარეობა ზაგრები
ოფიციალური საიტი http://www.hpm.hr/
Map

ხორვატიის ბუნების ისტორიის მუზეუმი (ხორ. Hrvatski prirodoslovni muzej) - ბუნების ისტორიის უძველესი და უდიდესი მუზეუმი და ბუნების ისტორიის კვლევის, დაცვისა და კოლექციის მთავარი ორგანო ხორვატიაში.[1] მდებარეობს დიმიტრიე დემეტერის ქუჩაზე, მთიან გრადში. მუზეუმის კოლექცია 2 მილიონზე მეტ არტეფაქტს მოიცავს, რომელთა შორის 1.1 მილიონზე მეტი ცხოველთა სახეობების ეგზემპლარია. კოლექცია ხორვატიის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი კოლექციაა. ხორვატიის ბუნების ისტორიის მუზეუმი 1846 წელს დაარსდა როგორც „ეროვნული მუზეუმი“. შემდეგში ეროვნული მუზეუმი ხუთ მუზეუმად გაიყო, რომელთაგანაც სამი 1986 წელს გაერთიანდა როგორც ახლად შექმნილი ხორვატიის ბუნების ისტორიის მუზეუმის განყოფილებები. მუზეუმის შემადგენლობაშია სამეცნიერო ბიბლიოთეკაც, რომელიც ღია საჯარო დაწესებულებაა. მუზეუმი გამოსცემს პირველ ხორვატულ ბუნების ისტორიის სამეცნიერო ჟურნალს, „Natura Croatica“.

ხორვატიის ბუნების ისტორიის მუზეუმის მუდმივი გამოფენა შედგება მინერალოგიური, პეტროგრაფიული და ზოოლოგიური კოლექციებისგან. ატრიუმში ორი მუდმივი გამოფენაა მოწყობილი: ხორვატიის ქანების რუკა და გეოლოგიური პოლუსი. მუზეუმში დაცულია კრაპინის ნეანდერტალურ საიტზე აღმოჩენილი არტეფაქტები. 2020 წლის ზაგრების მიწისძვრის შემდეგ მუზეუმი რეკონსტრუქციის მიზნით დაიკეტა. 2021 წლისთვის მუზეუმი კვლავ დახურულია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის დაფა
ხორვატიის ისტორიის მუზეუმი 2008 წელს
გამოქვაბულის ლომის თავის ქალა
მუდმივი გამოფენა

ხორვატიის ბუნების ისტორიის მუზეუმის ისტორია 1846 წლის 10 სექტემბერს იწყება, როდესაც „ეროვნული მუზეუმი“ (Narodni muzej) დაარსდა. პირველი მუზეუმი, რომელშიც ხორვატიის ისტორიისა და პრეისტორიის არტეფაქტები იყო გამოფენილი.[2] In 1867, it was moved to its current address.[3] 1867 წელს მუზეუმი დღევანდელ მისამართზე გადავიდა. ეროვნული მუზეუმის გაფართოების შემდეგ, XIX საუკუნის ბოლოსთვის იგი ხუთ მუზეუმად გაიყო, რომელთაგანაც სამი ბუნების ისტორიის სფეროებს ფარავდა: ხორვატიის ეროვნული ზოოლოგიური მუზეუმი (Hrvatski narodni zoološki muzej), გეოლოგიურ-პალეონტოლოგიური მუზეუმი (Geološko-paleontološki muzej) და მინერალოგიურ-პეტროგრაფიული მუზეუმი (Mineraloško-petrografski muzej). სამივე მუზეუმი ერთსა და იმავე შენობაში, დემეტერის ქუჩის 1-ელ ნომერში იყო განთავსებული და 1986 წელს ხორვატიის ბუნების ისტორიის მუზეუმში გაერთიანდა.[2]

მუზეუმის ამჟამინდელ შენობაში, ამადეოს სასახლეში, თავდაპირველად ზაგრების პირველი თეატრი, ამადეოს თეატრი იყო განთავსებული.[2][4] შენობა 1797 წელს გაიხსნა ზაგრების პრეფექტის, ანტალ ამადე დე ვარკონის მიერ და 1834 წლამდე ფუნქციონირებდა.[5][6]

მუზეუმი ზაგრების მიწისძრის დროს დაზიანდა და დროებით რესტავრაციისთვის დაიხურა.[7][8] მიწისძვრის დროს ბევრი გამოფენა დაზიანდა ან განადგურდა.[9] მოგვიანებით, მუზეუმის კოლექცია სპეციალიზებულ შესანახ შენობაში გადაიტანეს ამადეოს სასახლის რესტავრაციის დასრულებამდე.[10] 2021 წლის მარტის მონაცემებით, რესტავრაციის დასრულება და მუზეუმის გახსნა 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება.[11]

ბიბლიოთეკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის დაქვემდებარებაშია ღია საჯარო სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის უძველესი წიგნები XVII საუკუნეში, იტალიაშია დაბეჭდილი, რომელთა შორისაა: ულისე ალდროვანდის, ნიკოლო გუალტიერისა და კარლ ლინეს ნაშრომებიც.[12][13] ბიბლიოთეკა 1868 წელს დაარსდა მუზეუმის ახლად დანიშნული დირექტორის, სპირიდონ ბრუსინას ხელმძღვანელობით. თავდაპირველად ბრუსინას მხოლოდ სამი წიგნი ჰქონდა ზოოლოგის შესახებ, რის შემდეგაც მაშინდელი ავსტრია-უნგრეთის მასშტაბით იმოგზაურა წიგნების შესაძენად.1875 წელს მუზეუმმა დიდი ბიბლიოთეკა და ბუნების ისტორიის კოლექცია მიიღო ხორვატი ექიმისა და არქეოლოგისგან, ფრანჩესკო ლანსასგან. ბრუსინა 1901 წელს გადადგა. სამი წლით ადრე შედგენილი მოხსენების მიხედვით, მისი კოლექცია 1 800 ნამუშევრის 3 948 ტომისგან შედგებოდა. 1928 წელს ბიბლიოთეკა 5 838 წიგნის 9 901 ტომს მოიცავდა. 1999 წლისთვის ბიბლიოთეკაში 30 000 ტომი და 13 100 მონოგრაფია ინახებოდა.[13]

ჟურნალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1885 წელს ბრუსინას ინიციატივით ხორვატიის ბუნების ისტორიის საზოგადოების ჟურნალი (Glasnik Hrvatskoga naravoslovnoga družtva) დაარსდა.[13] 1972 წლიდან ჟურნალი სახელწოდებით Periodicum biologorum იბეჭდება და ბიოლოგიის, ბიომედიცინის, სატყეო მეცნეირებასა და ბიოტექნოლოგიების საკითხებზეა ფოკუსირებული.[13][14] 1992 წელს მუზეუმმა ბიოლოგიური და გეოლოგიური აკადემიური ჟურნალის Natura Croatica გამოცემა დაიწყო.[15] მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიაში ბუნების ისტორიის შვიდი მუზეუმი არსებობდა, ბუნების ისტორიის ჟურნალი ამ სფეროში პირველი ჟურნალი იყო ქვეყნის მასშტაბით.[2]

კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი მინერალოგიურ-პეტროგრაფიულ, გეოლოგიურ-პალეონტოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ განყოფილებებად იყოფა. პირველი სამი განყოფილება XIX საუკუნის ეროვნული მუზეუმის განყოფილებების მემკვიდრეა, ხოლო ბოტანიკური განყოფილება 1990 წელს შეიმქნა.[2]

მუზეუმის კოლექციაში 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარია მათ შორის: ქვების ნიმუშები, მინერალები, ნამარხი ნაშთები და სხვა არტეფაქტები.[5][16] ზოოლოგიური კოლექცია 1 135 000 ნიმუშისგან შედგება. მუზეუმში დაცულია ეროვნული მუზეუმის ყოფილი დირექტორის, დრაგუტინ გორიანოვიჩ-კრამბერგერის მიერ კრაპინაში აღმოჩენილი ნეანდერტალელი ადამიანის ნაშთებიც.[17][18]

მუზეუმის მუდმივი გამოფენა მინერალოგიური და პეტროგრაფიული კოლექციებისგან შედგება.[19] ასევე ცხოველების კოლექციისგანაც, რომელთა ნაწილი XIX საუკუნით თარიღდება.[20] ზოოლოგიური კოლექცია მუზეუმის მეორე სართულზეა გამოფენილი. მასში თეთრმუცელა სელაპისა და გიგანტური ზვიგენის ნიმუშებიც შედის, რომლებიც ადრიატიკის ზღვაში ბინადროვებნ. კოლექციაში დაცულია პოლარული ცულთავას ნიმუშებიც, რომელიც დღეისთვის არქტიკულ ტერიტორიებზე ბინადრობს, თუმცა XIX საუკუნეში ადრიატიკის მიდამოების ბინადრებიც უნდა ყოფილიყვნენ.[20]

მინერალოგიური და პეტროგრაფიული კოლქციები სამ გამოფენაშია ორგანიზებული: „კოლექციიდან მუზეუმამდე“, რომელშიც ხორვატი მინერალოგებისა და პეტროგრაფების ნამუშევრებია დაცული; „მინერალების იმპერია“, რომელშიც მინერალების კოლექციაა გამოფენილი და აღმოჩენის ადგილის მიხედვითაა ორგანიზებული; „ქანების პლანეტა დედამიწა“, რომელშიც ნიმუშები ქანის ტიპების მიხედვითაა დანაწილებული და ასევე შეიცავს მეტეორიტების, ლავისა და სპელეოთემების ნიმუშებს. 2014 წელს გამოფენები ხელმისაწვდომი გახდა უსინათლოთათვის.[19]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Balabanić, Josip; Ćaleta, Darija; Vuković, Marijana (July 1999). „Prirodoslovni muzeji i znanstveni rad“ [Natural History Museums and Scientific Research]. Informatica Museologica (ხორვატული). Zagreb: Museum Documentation Centre. 29 (3–4): 47–54. ISSN 1849-4277. ციტირების თარიღი: 3 April 2020.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Poslanje muzeja hr. Museum Documentation Centre. ციტირების თარიღი: 10 August 2015
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Balabanić, Josip; Ćaleta, Darija; Vuković, Marijana (July 1999). „Prirodoslovni muzeji i znanstveni rad“ [Natural History Museums and Scientific Research]. Informatica Museologica (ხორვატული). Zagreb: Museum Documentation Centre. 29 (3–4): 47–54. ISSN 1849-4277. ციტირების თარიღი: 3 April 2020.
  3. About the museum. Museum Documentation Centre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 8 August 2015
  4. Postanak i ustrojstvo muzeja hr. Croatian Natural History Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 6 August 2015
  5. 5.0 5.1 O muzeju hr. Croatian Natural History Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 6 August 2015
  6. Scena Amadeo za dobar večernji provod u Prirodoslovnom muzeju hr (3 July 2011). ციტირების თარიღი: 6 August 2015
  7. Zagreb bi do 2022. trebao imati novi Prirodoslovni muzej, a već sada se može zaviriti u dio njegovog budućeg postava hr (5 March 2019). ციტირების თარიღი: 10 May 2021
  8. Hrvatski prirodoslovni muzej obnavlja dvorac Amadeo EU sredstvima hr. Croatian Natural History Museum (24 November 2016). ციტირების თარიღი: 10 May 2021
  9. „NALAZ STATIČARA POKAZAO Hrvatski prirodoslovni muzej neuporabljiv, treba hitnu evakuaciju građe“. Jutarnji list (ხორვატული). HINA. 26 March 2020. ციტირების თარიღი: 27 March 2020.
  10. Ježovita, Mateja. Prirodoslovni muzej dobio čuvaonice na dvije tisuće kvadrata hr (29 September 2020). ციტირების თარიღი: 10 May 2021
  11. Ivić, Branimir. Novi Hrvatski prirodoslovni muzej po mjeri najvećih svjetskih metropola hr. Croatian Natural History Museum (31 March 2021). ციტირების თარიღი: 10 May 2021
  12. Knjižnica hr. Croatian Natural History Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 6 August 2015
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Ćaleta, Darija (February 1999). „Iz povijesti knjižnice Hrvatskoga prirodoslovnog muzeja“ [From the history of the library of the Croatian Natural History Museum] (PDF). Informatica Museologica (ხორვატული). Zagreb: Museum Documentation Centre. 29 (1–2): 45–50. ISSN 1849-4277. ციტირების თარიღი: 14 August 2015.
  14. Periodicum biologorum. University of Zagreb. ციტირების თარიღი: 14 August 2015
  15. Natura Croatica. University of Zagreb. ციტირების თარიღი: 6 August 2015
  16. Croatian Natural History Museum. Museum Documentation Centre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 6 August 2015
  17. Sutlić, Korana. Sve tajne zbirke Krapinca o kojoj izvještavaju CNN i New York Times hr (31 March 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 6 August 2015
  18. Sutlić, Korana. Vučedolska golubica ipak se ne vraća kući hr (25 March 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 6 August 2015
  19. 19.0 19.1 Mineraloško petrografski postav hr. Croatian Natural History Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 6 August 2015
  20. 20.0 20.1 Zoološki postav hr. Croatian Natural History Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აგვისტო 2015. ციტირების თარიღი: 6 August 2015