ულისე ალდროვანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ულისე ალდროვანდი
Aldrovandi 1522-1605.jpg
დაბ. თარიღი 11 სექტემბერი 1522[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ბოლონია[4] [3]
გარდ. თარიღი 4 მაისი 1605(1605-05-04)[1] [3] [5] [6] (82 წელი)
გარდ. ადგილი ბოლონია[3]
მოქალაქეობა პაპის ოლქი
სამეცნიერო სფერო მედიცინა
მუშაობის ადგილი ბოლონიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პადუის უნივერსიტეტი

ულისე ალდროვანდი (ულის ალდროვანდუსი; იტალ. Ulisse Aldrovandi; დ. 11 სექტემბერი, 1522, ბოლონია — გ. 4 მაისი, 1605, ბოლონია) — იტალიელი ბუნებისმეტყველი. იყო ნატურალისტი, ექიმი, ბოტანიკოსი, ენტომოლოგი, ზოოლოგი და ჰუმანისტი. ბოლონიაში დააარსა ბოტანიკური ბაღი და მუზეუმი. კარლ ლინე და გრაფი ბიუფონი ალდროვანდის ბუნებისმეტყველების მამად მიიჩნევდნენ.

დაიბადა ქალაქ ბოლონიაში, თავადაზნაურთა ოჯახში. მის მშობლებს სურდათ, რომ ულისეს ნოტარიუსის პროფესია აერჩია, შესაბამისად ბოლონიის უნივერსიტეტში დაიწყო ჰუმანიტარული მეცნიერების, ლოგიკის, ფილოსოფიის, იურისპრუდენციის, მათემატიკისა და მედიცინის შესწავლა. სწავლა განაგრძო პადუაში. 1549 წლის ივნისში ულისე ალდროვანდის ბრალი დასდეს ერესში. სასჯელის თავის არიდების მიზნით იმავე წლის სექტემბერში მეცნიერმა საჯაროდ მოინანია დანაშაული, თუმცა იგი მაინც დააპატიმრეს და დაიბარეს პაპთან ქალაქ რომში. 1950 წლის აპრილამდე იმყოფებოდა შინაპატიმრობაში. ალდროვანდი რომში ყოფნის დროს დაუახლოვდა ადგილობრივ მეცნიერებს. ხელი მოჰკიდა ბოტანიკის, ზოოლოგიისა და გეოლოგიის შესწავლას.

1551 წლიდან ხელმძღვანელობდა მის მიერვე მოწყობილ რამდენიმე ექსპედიციას იტალიის პროვინციებში. აღწერა მრავალი ცხოველი, უმეტესად ეგზოტიკური სახეობები. 1553 წელს მედიცინისა და ფილოსოფიის სფეროში მიენიჭა მეცნიერის ხარისხი, ხოლო 1554 წლიდან ბოლონიის უნივერსიტეტში ასწავლიდა ლოგიკასა და ფილოსოფიას. 1559 წელს ხდება ფილოსოფიის პროფესორი, ხოლო 1561 წლიდან ბოლონიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერების პირველი პროფესორი. 1568 წელს ალდროვანდის ძალისხმევით ჩამოყალიბდა ბოტანიკური ბაღი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ბაღის კოლექციაში ამჟამად 5.000 მცენარეების სახეობაა შემონახული. ასობით წიგნისა და სტატიის ავტორია, რომელთაგან გარკვეული ნაწილი მის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა. მისი შრომებიდან აღსანიშნავია: „ორნითოლოგია“ (ტ. 1–3, 1599-1603), „მწერების შესახებ“ (1602).

ულისე ალდროვანდის სახელობიისაა მცენარის სახეობა, მთვარეზე არის მისი სახელობის ქედი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Dizionario Biografico degli Italiani — 1960.
  2. data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 52. — ISBN 978-2-221-06888-5
  4. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118898825 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. Encyclopædia Britannica
  6. SNAC