შინაარსზე გადასვლა

ხინალიღის ისტორიული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხინალიღის ისტორიული მუზეუმი
41°10′39″ ჩ. გ. 48°07′41″ ა. გ. / 41.177500° ჩ. გ. 48.128111° ა. გ. / 41.177500; 48.128111
დაარსდა 2001
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ხინალიღი, აზერბაიჯანი
Map

სოფელ ხინალიღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (აზერ. Xınalıq tarix-etnoqrafiya muzeyi) დაარსდა 2001 წელს სოფელ ხინალიღის მკვიდრთა ინიციატივით. განლაგებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის კუბის რაიონში. ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დამაარსებელი არის სოფლის მკვიდრი ჰალილ რაჰმან აბდურაჰმან ოღლი ჯაბაროვი. მისი ინიციატივით და სოფლის მკვიდრთა დახმარებით მუზეუმში შეგროვდა რარიტეტული ისტორიული ექსპონატები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, მათ შორის ხალიჩები და ქილიმები, სხვადასხვა სახის სახლის ჭურჭელი, თიხისა და კერამიკული ჭურჭელი, ქვის წიგნები და სხვა.

მუზეუმის ყველაზე ღირსშესანიშნავ ექსპოზიციას წარმოადგენს იშვიათი ხელნაწერი წიგნები, რომლებიც მიეკუთვნებიან XV-XX საუკუნეებს. ისინი მოწმობენ, რომ სოფლის ისტორიის მანძილზე ადგილობრივი მკვიდრნი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ მეცნიერებასთან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]