ხეცერის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხეცერის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეცერაში. ტაძრის აგების სავარაუდო თარიღი XII საუკუნეა, განეკუთვნება უგუმბათო ტაძრის არქიტექტურულ ტიპს.

კედლებზე ჩანს გადაკეთების კვალი, რომელიც სავარაუდოდ გვიან შუა საუკუნეებში უნდა განეხორციელებინათ. ობიექტი ნაგებია 30X50 სანტიმეტრი ნათალი ქვის ბლოკებით, შემაკავშირებელ მასალად გამოყენებულია კირხსნარი. ნაგებობის ექსტერიერზე ჩანს სხვადასხვა რელიეფი ადამიანებისა და ცხოველების გამოსახულებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 29843