ხეშავი
იერსახე
ხეშავი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Rhamnus | ||||||||||||||
|
ხეშავი, ხეჭრელი (ლათ. Rhamnus) — მცენარეთა გვარი ხეჭრელისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან პატარა ხეებია.
ევროპაში, აფრიკაში, აზიასა და ამერიკაში გავრცელებულია 140-ზე მეტი სახეობა. საქართველოში — 7; მათგან საკუთრივ ხეშავი (Rhamnus cathartica) მაღალი ბუჩქია, იზრდება აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ ადგილებზე, ბუჩქნარებში, ქვეტყედ ფართოფოთლოვან ტყეებში, ზოგჯერ რაყასაც ქმნის. იმერული ხეჭრელი უეკლო ბუჩქია, კლდის ხეჭრელი — დაბალი, ძლიერ დატოტვილი ბუჩქი, იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ და ალპურ სარტყელამდე კლდეთა ნაპრალებში; შავჯაგა დაბალი, გაფარჩხული, ეკლიანი ბუჩქია. ხშირად ამ გვარში იხილავენ ხეჭრელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 473.