იმერული ხეჭრელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იმერული ხეჭრელი
Rhamnus imeretina 1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ხეჭრელისებრნი
სახეობა:  იმერული ხეჭრელი
ლათინური სახელი
Rhamnus imeretina

იმერული ხეჭრელი (ლათ. Rhamnus imeretina) — კოლხური რელიქტური მცენარე ხეჭრელისებრთა ოჯახისა. 1,5-4 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა. ფოთლის ქვედა მხარე მონაცისფრო ხავერდისებრია, ზედა კი — მუქი მწვანე და თითქმის შიშველი. ზარისებრი ყვავილები ფოთლის იღლიაში შეკრებილია კონებად. ნაყოფი მომრგვალო შავი კურკიანაა. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილსა (სამხრეთ ოსეთი, ზემო ქართლი, მესხეთი) და თურქეთის მომიჯნავე რაიონებში (ართვინის ვილაიეთა და სხვა). იზრდება ქვეტყედ ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებსა და ტყისპირებზე მთის შუა სარტყლიდან ზღვის დონიდან 2000 მ-მდე. დეკორატიულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]