ხეტიანის ნაგებობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხეტიანის ნაგებობა — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ დორეთკარის მიდამოებში ნასოფლარ ხეტიანის ტერიტორიაზე, ბერციხის დაბლა, ქსნის დინებაზე. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნაგებობის გეგმა არ იკითხება. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1 მეტრს აღწევს, ზოგან უფრო ნაკლებია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვა. სერიოზული დაზიანების გამო ნაგებობის სახეობის დადგენა ვერ ხერხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 59