ბერციხე
ბერციხე, ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე იმერეთის მხარეში, სოფელ გოგნის ჩრდილოეთით 3 კმ-ზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), მდინარე ქვერონას (ვახუშტის მიხედვით ქვევრულა) ხევში, შემორჩენილია ნანგრევები. აგებულია პიტალო კლდეზე. იცავდა ტყიბულიდან, მუხურიდან და რაჭიდან არგვეთისკენ მიმავალ გზებს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. II, თბ., 1977.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9232