ხელშეუხებელნი (1987 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხელშეუხებელნი
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი ბრაიან დე პალმა
პროდიუსერი არტ ლინსონი
სცენარის ავტორი დევიდ მემეტი
ნაწარმოები „ხელშეუხებელნი“
— ელიოტ ნეში, ოსკარ ფრეილი
როლებში კევინ კოსტნერი
შონ კონერი
მუსიკა ენიო მორიკონე
ოპერატორი სტეფენ ბურუმი
მონტაჟი ჯერალდ გრინბერგი, ბილ პანკოუ
მხატვარი პატრიცია ფონ ბრანდენშტაინი, უილიამ ელიოტი, ჰოლ გაუსმანი
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 3 ივნისი, 1987
ხანგრძლივობა 119 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 20 მლნ
შემოსავალი $ 76 270 454

ხელშეუხებელნი (ინგლ. The Untouchables) — 1987 წლის ამერიკული ფილმი ალ კაპონეს დაპატიმრების შესახებ.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალ კაპონე პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს მის მიერ იატაკქვეშ ალკოჰოლის გაყიდვისა და ძალადობის შესახებ. ის პრესაში პოპულარულია, რაც ხელს უშლის ელიოტ ნესს მის წინააღმდეგ გამოძიების წარმართვაში. ელიოტ ნესი ფედერალური აგენტია, რომელიცჩიკაგოში მშრალი კაონის მოქმედების დროს ჩადის ალ კაპონეს დანაშაულებათა გამოსაძიებლად. ნესს გამოძიებაში ალ კაპონეს პოპულარობის გარდა, აგრეთვე, პოლიციაში გავრცელებული კორუფციაც უშლის ხელს. ის გაიცნობს ვეტერან ირლანდიელ პოლიციელს, ჯიმი მალონეს, რომელიც ნესს კაპონესთან გამკლავების გზას ასწავლის. მალონეს დახმარებით ის დაუკავშირდება ჯორჯ სტოუნსა და ბუღალტერ ოსკარ უოლასს, რომელთა დახმარებითაც კაპონეს საქმეების გამოძიებას იწყებენ. კაპონე ძალადობის მეშვეობით მართავს საკუთარ დანაშაულებრივ ორგანიზაციას, მალონეც იყენებს ძალადობას კაპონეს დაქვემდებარული ხალხისგან ინფორმაციის მისაღებად. ალ კაპონე ნესს ბრძოლას უცხადებს და მისი და მისი ოჯახის მკვლელოის ბრძანებას იძლევა. სასტუმროში, სადაც კაპონე ცხოვრობს, ნესი მას უშუალოდ დაუპირისპირდება და ხელჩართულ ბრძოლაში იწვევს, თუმცა კაპონე მას ადანაშაულებს, რომ სამხილები არ გააჩნია. მის მიერ გაგზავნილი მკვლელეიბ მალონეს საკუთარ სახლში მოკლავენ. ნესს კი რკინიგზის სადგურში ჩასაფრებას მოუწყობენ, თუმცა ორმხრივ სროლაში ნესი გადარჩება. ის მალონეს მკვლელზე, ნიტიზე შურს იძიებს და დაპატიმრების ნაცვლად სახურავიდან გადააგდებს. საბოლოოდ ნესი მიაღწევს, რომ ალ კაპონე სასამართლოს წინაშე წარადგინოს, მოსამართლეს შეაცვლევინებს ნაფიც მსაჯულთა ჟიურის შემადგენლობას, რომელიც კაპონეს მოსყიდული ჰყავს და მიაღწევს სამართლის აღსრულებას.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში შესრულებული როლისთვის შონ კონერი დაჯილდოვდა ოსკარით საუკეთესეო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]