ხეკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ხეკოლა
Cola acuminata - Köhler–s Medizinal-Pflanzen-190.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ბალბისებრნი
გვარი:  ხეკოლა
ლათინური სახელი
Cola

ხეკოლა, კოლა (ლათ. Cola) — მცენარეთა გვარი ბალბისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ხეებია. 125-მდე სახეობა გავრცელებულია აფრიკის ტროპიკებში. უფრო გავრცელებული და სასარგებლო სახეობებია მბზინავი კოლა (ლათ. Cola nitida), წაწვეტებულფოთოლა კოლა (ლათ. Cola acuminata), რომლებიც დასავლეთ აფრიკაში, ვესტინდოეთსა და ბრაზილიაში ფართოდაა გავრცელებული კულტურაში.

ხეკოლას თესლი (დიამეტრი 3 სმ), რომელიც კოლას კაკლის სახელითაა ცნობილი, დიდი რაოდენობით შეიცავს ალკანოიდ კოფეინს (2,5%), კოლატინს და თეობრომინს (0,05%). იყენებენ მედიცინაში, აგრეთვე „კოკა-კოლასა“ და „პეპსი-კოლას“ დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]