ბალბისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბალბისებრნი
Chinese hibiscus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Malvaceae

ბალბისებრნი (Malvaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ძირითადად ბალახებია, იშვიათად — ხეები ან ბუჩქები, რომლებსაც მორიგეობით განლაგებული თათისებრდანაკვთული ფოთლები აქვს. ყვავილები დიდია, მკვეთრად შეფერილი, ორსქესიანი. ყვავილის ძირში განვითარებულია ე. წ. გარეთა ჯამი. შიგნითა მტვრიანა მრავალია და ძაფებით მილადაა შეზრდილი. ბუტკო ერთია. ნაყოფი მშრალია — კოლოფი ან დანაწევრებული კაკლუჭა. ცნობილია 1600-მდე სახეობა, რომელთა უმრავლესობა ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. საქართველოში გვხვდება 20. ოჯახში ძირითადად ბოჭკოვანი მცენარეებია. დიდი ეკონომიური მნიშვნელობისაა ბამბის ბუჩქი, შედარებით ნაკლებისა — კენაფი და შვია. აღსანიშნავია სამკურნალო სახეობები ტუხტი და ბალბა. დეკორატიულიაქატმი, ჩინური ტუხტი და ბაღის ტუხტი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 168, თბ., 1977