ხაშმის მარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხაშმის მარანი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის ჩრდილოეთით, 8 კილომეტრის მოშორებით, ნასოფლარ კაწარეთის ტერიტორიაზე, სამების ეკლესიის აღმოსავლეთით, 700 მეტრის მოშორებით. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ნაგებობა ოთხკუთხაა და აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენაა წაგრძელებული. ძეგლი ნაგებია სხვაადასხვა ზომის რიყის ქვისა და კირის დუღაბით.

ძეგლი ძლიერაა დაზიანებული, მთლიანად დანგრეულია დასავლეთ კედელი. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები 1,2-1,5 მეტრის სიმაღლეზეა შომერჩენილი, აღმოსავლეთ კედელი კი 3 მეტრის სიმაღლეზე. აღმოსავლეთ კედლის გაყოლებაზე მოწყობილია ქვის საწნახელი, რომელიც კედლეს მთელს სიგრძეზე არ გაუყვებოდა. ასევე აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ ბოლოსთან, სადაც საწნახელი მთავრდება, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. სამხრეთ კედელში კი, ერთ დონეზე სამი ოთხკუთხა ნიშია განლაგებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]