ხასი (ფეოდალიზმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხასი (არაბ. — განსაკუთრებული, სპეციალური, საკუთარი) — ფეოდალური მიწათმფლობელობის ერთ-ერთი ფორმა შუა საუკუნეების მუსლიმანურ ქვეყნებში. უმაღლესი გამგებლისა და მისი გვარის დომენური მიწები. ხასში შედიოდა როგორც კერძო მიწები (მულქი), ისე ხასად გამოცხადებული ქალაქები და ოლქები. ხასიდან გადასახადები შედიოდა არა სახელმწიფო ხაზინაში, არამედ განსაკუთრებულ უწყებაში, რომელიც ხასს განაგებდა. ოსმალეთის იმპერიაში ხასი აღნიშნავდა აგრეთვე ვეზირისა და ამირების მიწების სამფლობელოების პირობით საკუთრებას, რომლის წლიური შემოსავალი 100 ათას ახჩას არ აღემატებოდა.

ხასი XII-XIII საუკუნეებში საქართველოში აღნიშნავდა ფეოდალთა დომენს და ამ დომენიდან გამოსულ ვასალებს (კერძოდ, ასეთი მნიშვნელობით გვხვდება იგი „ვეფხისტყაოსანში“); ხასიდან არის ნაწარმოები ტერმინი სახასო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]